მედეგობის მთავარი მრჩეველი - მერი ნარმანიას ახალი სამსახური
დღეს, 12:28
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=80231თბილისის მერიაში ახალი სამსახური იქმნება - ქალაქის მედეგობის მთავარი მრჩეველი. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ქალაქის საკრებულოში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე. სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - "ასი მედეგი ქალაქი" როკფელერის ფონდის ფარგლებში გაიმართა და მას დედაქალაქის მერიც დაესწრო.
მისი ინფორმაციით, ახალი სამსახურის და მისი ხელმძღვანელის მიზანი და ფუნქცია იქნება ქალაქის მედეგობის სტრატეგიის შემუშავება:
"თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც მოხვდა ამ ინიციატივაში და შესაბამისად, დაგვეხმარებიან როგორც ფინანსურად 1 მილიონი დოლარის ფარგლებში, ასევე მომსახურებას გაგვიწევენ იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო მეტად მედეგი. შოკების და რისკების რეაგირება იყოს უფრო მეტად ოპერატიული. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ბევრი წამყვანი ქალქების გამოცდილებას შევისწავლით, ვნახავთ და ექსპერტები დაგვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენს ქალაქს ჰქონდეს შესაბამისი სტრატეგია",- განაცხადა ნარმანიამ
გამარტებითი ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა მედეგი ნიშნავს - სიმტკიცეს, ურყევობას, გამძლეობას.