ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან
დღეს, 15:00
http://rustavi2.com/ka/news/66442სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ კაბელების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და ხუთივე ბრალდებული უახლოეს მომავალში გათავისუფლდება. ისინი თვესა და 4 დღეში დატოვებენ საპატიმროს.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა. განაჩენი ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა.
დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმარნენ ბრალდებულთა ადვოკატები. ისინი პროცესს პოლიტიზირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები დღესვე უნდა გათავისუფლებულიყვნენ, რადგან, მათი თქმით, ისინი უდანაშაულოები არიან.
ბრალდების მხარისთვის კი მიუღებელია ბრალისთვის კვალიფიკაციის შეცვლა.
თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს პირველმა ინსტანციამ 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ისინი 4 მილიონ ლარამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის არიან დაკავებული, თუმცა ბრალს არ აღიარებენ.