http://www.ted.com/talks/lucianne_walkowic...a_backup_planetგლობალური კითხვა, რომელიც არაერთხელ დასმულა ასე ჟღერს - სად გადავსახლდეთ როცა დედამიწა სიცოცხლისთვის შეუსაბამო გახდება?
ან სიცხე
ან სიცივე
ან მზის რადიაცია
ან მზისგარე რადიაცია
ან მეგავულკანები და ვულკანების შემდგომი 50 წლიანი ღამე
ან დღეღამის ციკლის გახანგრძლივება მტვარის დაშორების შედეგად..
ან მეტეორი
მოკლედ. მეცნიერები ტავს იმტვრევენ და აქამდე მშვიდ პასუხს იძლეოდნენ - ვე რ სად! ვერსადაც ვერ გადავსახლდებით. ყველაგან კოშმარია.
მაგრამ ახლა გაჩნდა ახალი "იმედები" მარსი. მარსზე თურმე წყალი ყოფილა ადრე და ის წყალი რაღაც კატაკლიზმას მარსის პირისაგან აღუგვია და კოსმოსში გაუტყორცნია. მარსის კოლონიზაცია გვინდაო, ახლა დავიწყებთო და 75 წელში ერთი სასტუმროსხელა კოლონია გვექნება გადახურული და ავტონომიურიო.
ეს არის ფულის გათეთრება თუ გრანტების მოტეხვა დიდი მასშტაბით.
მარსი ვერასოდეს გახდება ადამიანების მეორე სახლი. ვერც სხვა, უფრო შორი პლანეტა იქნება ჩვენი მეორე დედამიწა.
რაცარუნდამოხდეს (600 კმ/სთიანი ქარი, 35 მეტრიანი ტალღები, 10 ბალიანი მიწისძვრები თუ ოზონის საფარის გაქრობა) დედამიწა მ ა ი ნ ც დარჩება სამყაროში ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ჩვენი ბიოსისტემისთვის/ადამიანისთვის.
100 მილიონი წლის წინ დედამიწაზე თაგვისხელა ძუძუმწოვრები და დინოზავრისხელა დინოზავრები ცხოვრობდნენ.
მოხდა კატაკლიზმა და დინოზავრები დაიხოცნენ, ჩვენი წინაპრები კი გადარჩნენ.
რაღაცის ხარჯზე გადარჩენ - მიწაში ჩაძვრნენ, ფუღუროში შეძვრნენ, ხეზე აცოცდნენ და გადარჩნენ.
როდესმე დედამიწას საფრთხე დაუდგება. შეიძლება ეს თანდათანობითი იყოს და საუკუნეები გვქონდეს მოსამზადებლად და გარდასაქმნელად, შეიძლება ერთი თვე და პანიკაში დავჭამოთ ერთმანეთი, შეიძლება ნაკლები და ჩახუტებულები დავიხოცოთ ეკუმენისტურ ლოცვაში.
მე მაინც გირჩევთ ახლავე ვიზრუნოთ ამ მომენტზე.
საქართველოს ეს ევალება
ევალება იმიტომ რომ საქართველო არის საუკეთესო ადგილი ჰომოსაპიენსის გადასარჩენად.
რითი?
იმითი რომ გვაქვს ხ ე ო ბ ე ბ ი
სხვებზე უკეთ დავხვდებით გლობალურ აციებასაც და გლობალურ გაცხელებასაც, შუაში და ზომიერ ზონაში ვართ. ინსოლაცია, ნალექები, იმედია მტლად არ გაგვწირავს და ჩვენი ბუნებრივი არქიტექტურული გიგანტები - ხეობები მთავარ პოზიტიურ როლს შეასრულებს.
მაიტათ იდეები.
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!