პრემიერა 2015 წელს, შევარდნაძის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გამართულა. მე აქამდე არ მინახავს და არც
ის მახსოვს, რომ განყოფილებაში ამ ფილმზე ყოფილიყო მსჯელობა. 2 საათიანია. მე ვფიქრობ, პოლიტგანყოფილების მიერ ამ ფილმის
უგულვებელყოფა უბრალოდ არ შეიძლება. ვისაც პოლიტიკანობაზე (აღარ ვამბობ - პოლიტიკოსობაზე) აქვს პრეტენზია, იმან კი უნდა გამონახოს
დრო, თუ არადა. როგორც მოგეხსენებათ, ისეთი განყოფილებაც არსებობს, როგორიცაა "დედალ-მამალი".
ფილმი შეიძლება მოიწონოთ, ან არ მოიწონოთ, გაღიზიანდეთ, მაგრამ უდავოდ დამაფიქრებელია და ბევრ კითხვას აღძრავს. ბევრ კითხვაზე
პასუხსაც იძლევა, ასე მგონია.
სოხუმის დაცემის ამბები განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია
საინტერესოა თქვენი მოსაზრებები. ვინც ამა თუ იმ ფორმით ამ მოვლენების უშუალო მონაწილე იყავით, თქვენი აზრები, მოგონებები და შთაბეჭდილებები
მითუმეტეს, საინტერესო იქნება.
ვისაც ზუსტად გახსოვთ ფაქტები, დეტალები - კარგი იქნება, თუ ჩაერთვებით დისკუსიაში.
https://www.youtube.com/watch?v=kXC83H9cp94 This post has been edited by crocodile on 26 Jan 2017, 18:50
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)