ყირგიზეთში, უზბეკეთში და ყაზახეთში არ გვინდა ვიზა. (არც ტაჯიკეთში)
თურქმენეთს რაც შეეხება, საკმაოდ ჩაკეტილი ქვეყანაა, მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სავიზო პოლიტიკა აქვს და შესასვლელად ყველა ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება ვიზა.
ასე რომ, ბაქოდან ბორანით გადაისეირნო, ეგრე მარტივად არ არის. თბილისში გვაქვს მგონი თურქმენეთის საელჩო და ჯობს მანდ გაარკვიო ზუსტად რას ითხოვენ.
სამაგიეროდ, თუ შეხვედი, ბენზინი ღირს კაპიკები და გზა ძალიან იაფი დაგიჯდება.
ზაფხულში არ წახვიდე, ჯოჯოხეთური სიცხეა. მითუმეტეს ნივით, ძაან დაიტანჯები.
მე პირადად, მაგ ქვეყნებიდან ყველაზე მეტ დროს უზბეკეთს დავუთმობდი: სამარყანდი, ბუხარა, ხივა, არალის ზღვა (უფრო სწორად, ის რაც მისგან დარჩა) და ა.შ.