#49799883 · 27 Jan 2017, 17:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ევროკავშირის საბჭომ და პარლამენტმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მოქალაქისათვის ახალი ფუნდამენტური უფლების შემოღებას - უფლება დავიწყებაზე (right to be forgotten), რაც გულისხმობს მომხმარებლის უფლებას მოითხოვოს მის მიერ ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული ნებისმიერი ინტერნეტ ტრაფიკის მთლიანად ან ნაწილობრივ სამუდამოდ წაშლა, იქნება ეს კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი თუ ნებისმიერი სხვა ხელსაწყო. ამ უფლებით, მოთხოვნისამებრ, ნებისმიერ ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელს, სახელმწიფო ორგანოსა თუ კომპანიას, წარმოეშვება ვალდებულება მთლიანად გაანადგუროს პირის მიერ მანამდე განხორციელებული ნებისმიერი არსებული ტრაფიკის მეხსიერება და ისტორია. 6 წლიანი დავა უფლებაზე 2014 წელს საქმეზე გონსალესი გუგლის წინააღმდეგ დასრულდა, როდესაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დააკმაყოფილა ესპანეთის მოქალაქის სარჩელი. ევროპარლამენტის და საბჭოს გადაწყვეტილებები მაისიდან შევა ძალაში. ვფიქრობ, რომ ეს უფლება ასახული უნდა იყოს ასევე საქართველოს კონსტიტუციაში და კარგი იქნება თუ შესაბამისი სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამ საკითხზეც. მაშინ როდესაც ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი კიბერსივრცეში სხვადასხვა ფორმით საქმიანობს, ტრანსაქციათა 70%-ზე მეტი ვირტუალურად ხორციელდება, კონსტიტუციამ უნდა მოახდინოს აქტივიზაცია ამ სფეროს რეგულირებისა. უფლება დავიწყებაზე გულისხმობს პირველ რიგში პირადი მონაცემების დაცვასაც, რომელიც ირიბად სხვადასხვა ფორმით დაცულია, მაგრამ არა პირდაპირ ამ უფლების გარანტირებულობით. კონსტიტუციურ დონეზე უფლების გარანტირებულობა საშუალებას მისცემს სასამართლოებსაც განავითარონ მართლმსაჯულება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა თავიანთ პრაქტიკაშიც.
წყარო-FB
--------------------
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...
|