საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილიმაღალჩინოსნები შეიწყალა.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლოწაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორცქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
„საქართველოს პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და შესაბამის ინფორმაციას იღებდა თავდაცვისსამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების (ე.წ. კაბელების) საქმის მიმდინარეობის შესახებ.
სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებებიამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურადმოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.
პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაცსხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების შეწყალებისთაობაზე.
იმედი გვაქვს, რომ ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
http://primetime.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%...A2%E1%83%9B-43/ბიძინამ ალასანია ჩამოიშორა და მისთვის სულ ერთი იყო ამათი ციხეში ჯდომა ოცნებამ უკვე 4 წელი პარლამენტი გაინაღდა