#49806386 · 28 Jan 2017, 17:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით წყლის კომპანიები განცხადებას ავრცელებენ
მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, კომპანიები GWP, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ. კომპანიების განცხადებაში წერია, რომ წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან ასაცილებლად, აბონენტებმა სასურველია, შეფუთონ ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.
რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.
--------------------
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...
|