#49815850 · 29 Jan 2017, 22:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით
კერძო სახლის ეზოს ჭიშკარი დაყენებულია ალბათ 25 წლის წინ. რკინის, მძიმე, ფართო, გალესილი ბლოკის კედლების შუაშუ. მის მერე გზაზე ბევრი ხრეში დაიყარა და ასფალტი დაეგო. ახლა ჭიშკარის ძირი არის გზაზე ალბათ ნახევარი მეტრით დაბლა. შიგნით ეზოც ასევე დაბლაა.
ასაწევია ჭიშკარი, მოსასწოებელია შესასვლელი სამანქანო გზა, რასაც ალბათ დაჭირდება პატარა ამწე, პატარა ბულდოზერი, რკინის საჭრელი და შემადუღებელი. რათქმაუნდა გამოცდილი ინჟინერი პროფესიონალი.
გარდა ამისა საჭიროა გზიდან შემომავალი წყლის მართვა ისე რომ სახლს გვერდი აუაროს. სახლი დგას ჭიშკრიდან 2 მეტრში და ბლოკის კედლიდან 1 მეტრში. ძლიერი წვიმის დროს წყალი მდინარესავით შემოედინება რადგან გზის დონე ეზოს დონეზე მაღლაა.
გთხოვთ კონსულტაციას. რა ვარიანტები არსობს ამის გასაკეთებლად, ვის შეუძლია გაკეთება, და რა დანახარჯი იქნება.
მაიტერესებს პროფესიონალების აზრი, რათქმაუნდა ადგილზე მისვლით საკონსულტაიოდ.
წინასწარ მადლობა.
|