#49814123 · 29 Jan 2017, 18:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ავტობუსში, რუსმა მგზავრმა ქართველი სცემა.
ინცინდენტი სანკტ-პეტერბურგიდან მინსკისკენ მიმავალ სამგზავრო ავტობუსში მოხდა.
დაახლოებით, 55 წლის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქის გაღიზიანება, ქართულად საუბარმა გამოიწვია.
როგორც აღმოჩნდა, ავტობუსში ქართველი მგზავრი ტელეფონით ქართულად ლაპარაკობდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი რუსი მისგან საკმაოდ შორს იჯდა, იგი ძალიან გაღიზიანდა, ყვირილი დაიწყო და ქართველს უცენზურო სიტყვებით მიმართა.
„რუსულ ავტობუსში ყველა რუსულად უნდა ლაპარაკობდეს. ვერ ვიტან ყველა „არარუსს“- ყვიროდა იგი.
მგზავრების თქმით, მიუხედავად, რუსის შეურაცხმყოფელი სიტყვებისა, ქართველი პირი მაქსიმალურად ზრდილობიანდ ცდილობდა მის დამშვიდებას.
ერთ-ერთი ბელორუსიელი მგზავრი ქართველს გამოექომაგა და რუსეთის მოქალაქეს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მოულოდნელად, ნასვამი რუსი სავარძლებს გადაახტა და ქართველს მგზავრს დაესხა თავს, თან „არარუსი“ ეროვნების ხალხს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა.
მძღოლმა, ავტობუსი პოლიციის შენობასთან გააჩერა. ცხვირგატეხილი რუსი სამართალდამცავებმა წაიყვანეს, ავტობუსმა კი ქართველ და ბელორუსიელ მგზავრთან ერთად მარშუტი განაგრძო.
|