რა გვჭირს ეს დედა#(*$#(*& ვერ გავიგე ყველაფერში უზომოები როგორ ვართ. ჯერ ღვინო ხომ ვითომ ჩვენი კულტურაა და იესოს სისხლიო და
ყანწებით ვისხამდით 20 საუკუნე. ეხლა დრაგები გავიგეთ და ბიოზე შევჯექით ან თუ ბიოზე არა უზომოთ ვიღებთ ამასაც.
გუშინ ბასიანზე ვიყავი ყველა ბედნიერი იყო უმეტესობა ნარკოტიკის ზემოქვედების ქვეშ მაგრამ უცებ ვხედავ ერთი 4 კაცი როგორ მოათრევს ნახევრად კრუნჩხებში ჩავარნილ ბიჭშ სულ გაოფლილს. MDMA_ს ან ექსტაზის პერედოზმა იცისო ეგრე გამიგია. გარეთ გავყევი მეც და დააწვინეს სუფთა ჰაერზე და ვიღაც ტიპმა არაყი დაალევინეთ გადაიტანსო სიმთვრალეშიო
ტიპს ორთქლი ასდიოდა ხუმრობის გარეშე გარეთ რომ დააწვინეს სიცივეში ისე ხურდა. მერე მოიფიქრეს და სასწრაფო გამოიძახეს მარა რო მოვიდა უკვე გული ჰქონდა გაჩერებული.
ყველაზე მეტად იცით რაზე გამოვშტერდი ? ვაი რა მოხდა ეს რა უბედურეებაა იძახეს 10 წუთი გარეთ და შევიდა ყველა და ისევ გააგრძელეს ცეკვა :|
ერთი სტატიაც არ დაწერილა და არც დაიჭერენ იმას ვინც მიყიდა ეს ბიო თუ ზედმეტი ოდენობა ამ ტიპს. დეკრიმინალიზაცია კიარა ცოცხი ალალია ჩვენზე