მოკლედ იუსტიციის საბჭოში, რომელიც წესით უნდა იყოს "სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი" მორიგი როქი მოხდა..შეიცვალა თავმჯდომარე
გირგვლიანის და სხვა სკანდალური საქმეების სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც 2012 წლის ბოლოდან არჩევნებში გამარჯვებული ბ-ნი ბიძინეს გადაწყვეტილებით დატოვეს სისტემის ზედამხედველად, შეცვალა გიორგი მიქაუტაძემ

მოკლედ ბ-ნი მოსამართლე მიქაუტაძის სივზე
მხოლოდ ერთ საქმეს გავიხსენებ..რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ნაცების პერიოდიდან, ვიყავი მაგ სხდომაზე
მოკლედ 2012 წლის ივლისში მიქაუტაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რანგში, დაუფიქრებლად აღასრულა ნაცმოძრაობის და ლეგენდარული ქ-ნი ნათია მოგელაძის სურვილი და მაშინდელი ოპოზიციის შემომწირველებს 1 770 000 ლარის ჯარიმა აჰკიდა..
მაგალითად ზაალ გოქსაძე, იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი (ახლა ჩეხეთშია ელჩი) დააჯარიმა 60 000 ლარით იმიტო რო ქართულ ოცნებას 12 000 ლარი ჩაურიცხა

გოქსაძის მაშინდელი კომენტარი: "„ეს სასამართლოს გარდა ყველაფერია. მე მეკითხებიან საიდან გადავრიცხე 12 ათასი ლარი? ვუსაბუთებ, რომ ის თანხა რაც გადავრიცხე, 2004-2008 წლებში, ჩემი იტალიაში ელჩად მუშაობის პერიოდში იყო ჩემი ერთი თვის შემოსავალი.
მოვუტანე ამის ყველა დამადასტურებელი ცნობა. მე ვეკითხები ხელისუფლებას და მოსამართლეებს არ შეიძლებოდა ეს თანხა გადანახული მქონოდა?! და გადამერიცხა ქართული ოცნების ანგარიშზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მე თავად ვარ?!“

კონსერვატიული პარტიის წევრს, გიგა ბუკიას გამოუწერა - 177 000 ლარი; 150 ათასი ლარი - ბიძინა გუჯაბიძეს; 135 ათასი - დავით ბაციკაძე, რომელმაც მოსამართლეს მკვლელი უწოდა და ამისთვის დარბაზიდან გააძევეს. 125 ათასით - გიორგი მოსიაშვილს და 40 ათასით ალექსანდრე შალამბერიძეს.
ალექსანდრე ბარამიძე, ახლანდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მაშინ იცავდა ამ ადამიანებს სასამართლოში და სხდომის მერე კერძოდ თქვა:
"„მრავალწლიან ჩემს პრაქტიკაში აი ასეთი დარღვევებით ჩატარებული სასამართლო პროცესი მე ჯერ არ მინახავს. მოსამართლე მიქაუტაძემ გადააჭარბა საერთოდ ყველა აქამდე არსებულ მოლოდინს დარღვევების მხრივ. 17 სამართალდაღვევაზე საქმე განიხილა ერთ პროცესში იმის მიუხედავად, რომ ამ სამართალდარღვევებს ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. მე ასეთი მსგავსი არ მინახავს, სიმართლე გითხრათ. მთელი ეს პროცესი ადასტურებს ერთ რამეს, რომ ხელისუფლებას არ სურს ფიზიკურმა პირებმა მის კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს შესწირონ ფული ამ ქვეყანაში, ხელისფლებას არ სურს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სრულყოფილი საარჩევნო კამპანია წარმართონ ამ ქვეყანაში.“
აი ამ კაცმა გუშინ ახლა უკვე "ქოცების" მხარდაჭერით, ჩაიბარა მთელი სასამართლო სისტემა
იასნია უხერხულია კითხვის დასმა ვის დავალებებს აღასრულებს აწი..