"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართა

ამ წუთებში ევროპული საქართველოს პრეზენტაცია პარტიის ოფისში მიმდინარეობს. პარტიის ლიდერებმა სამომავალო გეგმებზე ისაუბრეს.
დავით ბაქრაძის თქმით, პარტიის სახელი მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო იქნება.
დავით ბაქრაძის თქმით, მოძრაობის ყრილობა სავარაუდოდ, აპრილში ჩატარდება, სადაც პარტიის ხელმძღვანელი პირები იქნებიან არჩეული. ყრილობის გამართვამდე, მოძრაობის გენერალური მდივნის მოვალეობას გიგი უგულავა შეასრულებს.
„დღეს საზოგადოებასთან ერთად, ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელმაც საქართველოში ახალი ძლიერი პოლიტიკური ცენტრის გაჩენამდე უნდა მიგვიყვანოს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა აქტიურ მონაწილეობას აპირებს ადგილობრივ არჩევნებში.
„უნდა დავიწყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი რაიონებიდან, სოფლებიდან,“- განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ პარტიის ამოცანებზე ისაუბრა.
"არ ვაპირებთ ვიყოთ არც მეორე, არც მესამე, არც 25 პოლიტიკური ძალა, ვიქნებით ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში მიზიდულობის ცენტრის შექმნას შეძლებს,"- განაცხადა ბაქრაძემ.
http://rustavi2.com/ka/news/66752