http://www.kvirispalitra.ge/sport/33224-qm...davashaveq.html- ქართველი მორაგბეების გადაბირებასაც ხომ არ აპირებთ რუსეთში?
- ვაპირებ, მაგრამ ისეთი მორაგბეების, ვინც ძმები ცნობილაძეებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ისევე ითამაშებს, როგორც რუმინეთთან ან ესპანეთთან შეხვედრებში. აქამდე მხოლოდ ერთმა - პავლე კვერნაძემ ითამაშა. სხვათა შორის, ჩემი მოსწავლეა... ასე რომ, ქართველს მხოლოდ იმ პირობით წამოვიყვან, თუ საქართველოსთანაც ითამაშებს. რაგბიში პოლიტიკა არ არსებობს და არც უნდა იყოს! კარგი იქნება, ქართველებმა თუ ასახელეს რუსეთი...
- რუსეთისთვის კი იქნება კარგი, მაგრამ ამის გამო სამშობლოში რომ გაგინაწყენდებიან?
- არა მგონია... დარწმუნებული ვარ, წლების გასვლასთან ერთად ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და საქართველო და რუსეთიც აღადგენენ ურთიერთობას!
- მაგრამ როგორ უნდა ითანამშრომლო და "იმეგობრო" ქვეყანასთან, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს?
- შეიძლება ჩვენ შევცდით რაღაცაში, შესაძლოა, რუსეთი და ამის გამო ტრადიციული კავშირი გაწყდა... მაგრამ ვიმეორებ - ადრე თუ გვიან, ყველა მდინარე დაუბრუნდება ძველ კალაპოტს...
პ.ს.
პ.ს.ს.
ყველამ გამოთქვას მოსაზრება !!!
ღანძლა რა...
This post has been edited by Abidiili on 31 Jan 2017, 15:38
მიმაგრებული სურათი
...