ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაბნეულია იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან - ვანო მაჭავარიანი სამხედროების საკითხზე
დღეს, 22:27
http://rustavi2.com/ka/news/66963საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ვანო მაჭავარიანის, თქმით, სამხედროების გადაცემა ძალიან მძიმე ფაქტია. მისი თქმით, პრეზიდენტი ჩართული იყო მიმდინარე პროცესებში.
ამის შესახებ მან არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ნებისმიერი ჯარისკაცის ინტერესები უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული.
„ის, რომ ადამიანი თავს არ გრძნობს დაცულად, ეს არის, მე მეგონი, ყველა ჩვენგანის ძალიან სერიოზული პრობლემა,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მან აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაბნეულია სამხედროების მიმართ.
„ფაქტია ერთი რამ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაბნეულია იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სამშობლოს ემსახურებოდნენ, ემსახურებიან და მზად არიან, რომ ემსახურონ,“ - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.