დედის პუდელი
ვიზალიბერალიზაცია - პოლიტიკური შეშფოთება ოკუპირებულ აფხაზეთში და დეფაქტო მთავრობის განცხადება
00:46 2017-02-03
საქართელოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ ევროპარლამენტის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, აფხაზებისა და ცხინვალის რეგიონისთვის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებიდან.
დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ციტირებას ახდენს, სადაც მინდია ჯანელიძე აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა ასევე იმოქმედევს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის.
“ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრი საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არ შეეხება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადება არის თბილისის მხრიდან აფხაზეთის მოქალაქეების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართვის მორიგი მცდელობა. ე.წ. ნეიტრალური პასპორტების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. უდაოა, თბილისის მორიგი ახალი მცდელობა განწირულია ჩასავარდნად“- აცხადებენ დეფაქტო აფხაზეთში.
ე.წ. საგარეო უწყების განცხედებაში ნათქვამია, რომ ეს არის ქართული მხარის უპერსპექტივო მცდელობა აფხაზი მოსახლეობა საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენოს.
,,თუკი საქართველოს ხელმძღვანელობა გულწრფელად ღელავს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების საკითხზე, უარი უნდა თქვას საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკისგან, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან”.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება მოუწოდებს სვროსტრუქტურებს, უარი თქვან ქართული მხარის პოპულისტური ქმედების მხარდაჭერაზე და მიიღონს რეალური ზომები აფხაზი ხალხის დეიზოლაციის მიმართულებით.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგებია ასე გადანაწილდა: 553 მომხრე, 66 წინააღმდეგი და 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=131384-%E1%...%83%91%E1%83%90