ფბ-ზე წავაწყდი ამ პოსტს
და როგორც ჩანს,ჰოლივუდური ფილმების დიდი დოზა ტვინში დარღვევებს იწვევს
"საინტერესო ამბები ხდება ამერიკაში. ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო
დემოკრატიული პარტიის ულტრალიბერალურმა ფრთამ. ფაქტიურად დაიწყო ახალგაზრდების დარაზმვა კანონიერად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ. ვუსმენ ახლა CNN-ზე დემოკრატიული პარტიის ერთერთ ყველაზე კორუმპირებულ და ცინიკოს პოლიტიკოსს ნენსი პელოზის, რომელიც ბავშვებით სავსე დარბაზს ესაუბრება ნიუ იორკში და მგონია რომ ძალიან არასასიამოვნო და საშიში მოვლენების ზღურბლთან დგას არა მარტო ამერიკა, არამედ მთელი პლანეტა…
ერთ დღეს ალბათ სცენარი დაიწერება და ჰოლივუდი ფილმსაც გადაიღებენ დაახლოებით ასეთი სცენარით …
…
რუსული ჰიბრიდული ომის კიბერ-დაზვერვისა და დივერსიის უჭკვიანესმა ჰაკერებმა რუსეთის პრეზიდენტის საიდუმლო ბრძანებით დაიწყეს ამერიკის უირაღოდ განადგურების გეგმის აღსრულება, რომლის შემუშავებაც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების გამო დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტი კი არის საშიში მანიაკი, რომლის ოცნებაცაა საბჭოთა კავშირის აღდგენა და მისი დანგრევის გამო შურისძიება. რუსულმა დაზვერვამ ამისათვის გამოიყენა ნავთობის გაყიდვით დაგროვებული მილიარდები და დაიწყო პოლიტიკოსების მოსყიდვა დასავლეთ ევროპაში. შეიქმნა უამრავი ახალი დოსიე და კიბერ-შანტაჟისა და მოსყიდვის წყალობით ინფილტრაცია მოხერხდა ფაქტიურად ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრია. ბრიტანული კონტრ-დაზვერვის მეშვეობით მოხერხდა დიდი ბრიტანეთის გაყვანა ევროკავშირიდან და რუსული დაზვერვის გავლენის დროებითი შეჩერება.
რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს ამერიკული საარჩევნო სისტემის კომპიუტერულ სისტემაში და აბსოლუტურად ალოგიკური და მოულოდნელი შედეგის მიღწევა მოახერხეს. პრეზიდენტად გავიდა ადამიანი, რომელმაც დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა მოსახლეობის კოსერვატორული სპექტრიდან პრობლემებზე მოურიდებელი, უხეში საუბრითა და შეურაცხმყოფელი უტაქტობით, თუმცა მათი მხარდაჭერა რიცხობრივად საკმარისი არ იყო გამარჯვების მოსაპოვებლად.
რუსული დაზვერვის გათვლა დამყარებული იყო იმაზე, რომ დამარცხებულები არ შეეგუებოდნენ მოულოდნელ დამარცხებას და ყველაფერს შეეცდებოდნენ კონტროლის დასაბრუნებლად. გათვლა სწორი აღმოჩნდა ..
მოწინააღმდეგე პარტიის აქტივისტებმა სასწრაფოდ დაიწყეს სამოქალაქო წინააღმდეგობის ორგანიზება, რადგან მათ ხელშია ქვეყნის უმძლავრესი მედია-საშუალებები და სრული მხარდაჭერა აქვთ ლიბერალურად განწყობილი აკადემიური სექტორიდან. ოპოზიციონერთა ლიდერები ამტკიცებენ, რომ "შეურაცხად" პრეზიდენტს შეუძლია ქვეყნის გახლეჩა და დაღუპვა.
ამ დროს
რუსული დაზვერვა იწყებს საბჭოთა დროინდელი დაკონსერვებული აგენტურის მასობრივ გააქტიურებას. ეს აგენტურა ძირითადად ქვეყნის აკადემიურ სექტორშია, რადგან ყველაზე ადვილად ამ სექტორის ინფილტრაცია იყო შესაძლებელი და თანაც ყველაზე დიდი გავლენა მასებზე სწორედ ამ გზითაა მოსახერხებელი…
… პარალელურად ანალოგიური ოპერაციები დაიწყო დასავლეთ ევროპის აკადემიურ სექტორში და დაშანტაჟებულ-მოსყიდული პოლიტიკოსების მიერ. ამერიკის კონსერვატორული ნაწილიც ქუჩაში გამოვიდა საკუთარი ხმების მხარდასაჭერად. რომელიღაც დემონსტრაციაზე,
ერთერთ მეგაპოლისში პროვოკატორებმა მოახერხეს იარაღის გამოყენება და დაიწყო მასობრივი შეტაკება. არეულობა ქვეყნის ყველა მეგაპოლისს მოედო. უოლ-სტრიტმა კატასტროფა განიცადა. ქაოსი ბირჟაზე. დოლარი გაუფასურდა…
პრეზიდენტის ბრძანებით ქვეყანაში გამოცხადდა კომენდანტის საათი ..
რუსებმა დრო იხელთეს და ელვისებური შეტევით მოახერხეს მთელი აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაცია. ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს ყველა დიდი მუსულმანური ქვეყანა. ბოლოს პაკისტანურ ბირთვული ბომბს როგორღაც გაისვრიან ამერიკის მიმართულებით.. იქედან საპასუხო წამოვა და ….
…. დანარჩენი ყველამ საკუთარი ფანტაზიის მიხედვით დაასრულოს

P.S. გაუგებრობა რომ არ იყოს და არ იფიქროთ რომ ყველაფერს რუსეთის დაზვერვა აკონტროლებს მართლაც, ჩაუფიქრდით და მიხვდებით, რომ ყველაფერი ადამიანის უნივერსალური ქვეცნობიერიდან იწყება და მთავრდება

"
https://www.facebook.com/zurab.guruli/posts...212353299776178