აქ სისულელეების კაკუნს, არ ჯობია ჩაიხედოთ და წაიკითხოთ რაზეა ლაპარაკი სინამდვილეში?
რამდენი ხალხი შეგყავთ შეცდომაში
**************************************************************************
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia
20 hrs ·
☑️ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ამოქმედა
►სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:
• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ.
• მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
► ზაფხულიდან მედიკამენტები დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
► მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფებისათვის (სულ 19 კატეგორია) ასევე დასაშვებია კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა. მათ სრულად უნარჩუნდებათ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება
►დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია და თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირები:
• ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით ისარგებლებენ
• კერძო დაზღვევის ქონის შემთხვევაში კი, პროგრამის ფარგლებში ურგენტულ სერვისებს მიიღებენ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მკუნრალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება
►საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს:
• მიეცემათ არჩევანის საშუალება, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
• კერძო დაზღვევის პაკეტით სარგებლობის მიუხედავად, მათ შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.
►მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ,მაგრამ დაუფინანსდებათ მშობიარობა/საკეისრო კვეთა
►საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.
►პროგრამის ფარგლებში მშობიარობა/საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქეს დაუფინანსდება.
►ყველა მოქალაქეს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვანი სარგებლობა.
https://www.facebook.com/mohgovge/videos/1528791273807200/*********************************************************************************************************************************************************************************************************
სოზარ სუბარი - რეფორმის ერთადერთი მიზანია რომ დახმარება იმ დევნილებზე იყოს ორიენტირებული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ
2017-02-28 16:08:00
დიდი ხანია, დევნილთა დახმარების რეფორმა დღის წესრიგში დგას . ამ რეფორმას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დევნილთა დახმარებები იყოს უფრო მიზანმიმართული და ორიენტირებული იმ ადამიანებზე, ვისაც რეალურად უჭირთ და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს დევნილის სტატუსთან, - ამის შესახებ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ჩვენს ოპონენტებს მინდა შევახსენო, რომ ეს პროექტი მათაც ქონდათ გეგმაში 2008 წელს და 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში. რეფორმაზე ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, მიგვაჩნია, რომ საბოლოო ფორმაზე ჩამოვყალიბდით, თუმცა ეს არის ჩვენი ხედვა და ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ რეფორმა ასეთი ფორმით იქნება მიღებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამ ეტაპზე რეფორმის მოდელი დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის მთავრობას გადაეცათ. მას შემდეგ, რაც მხარეები საბოლოო მოდელზე შეთანხმდებიან, პროექტი მთავრობასა და პარლამენტში გაიგზავნება.
„დღეს, დევნილებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარი იხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ ეს თანხა უფრო მეტად იყოს ორიენტირებული დევნილთა საჭიროებებზე. ყველა ის დევნილი, რომელსაც მიღებული არ აქვს ბინა და აქვს 100 000 ქულაზე ნაკლები სოციალურ დახმარებასთან ერთად 45 ლარს მიიღებს, როგორც უბინაობის დახმარებას და არა როგორც სტატუსთან დაკავშირებულ დახმარებას. დევნილის სტატუსთან სოციალურ დახმარებას არ აქვს კავშირი, სტატუსი უნარჩუნდება ყველას. ხოლო, ყველა ის დევნილი, რომელმაც ბინა მიიღო, სოციალური დახმარების პაკეტით ისარგებლებს. სამაგიეროდ, ეს მოგვცემს შანსს, რომ დახმარება გაეზარდოთ სოციალურად დაუცველ დევნილებს და მინიმუმ გაორმაგდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი. ეს არის 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ, დამატებით 10 000 საცხოვრებელი ბინა“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა.
სოზარ სუბარის თქმით, მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოკითხული დევნილების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ რეფორმას მხარი დაუჭირა.
იხილეთ ვიდეო
http://mra.gov.ge/geo/news/show/189/10443