რამდენი მეტს უთმობ რუსეთს, იმდენი მეტს ითხოვს - დავით ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე
დღეს, 23:10
http://rustavi2.com/ka/news/66969თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრის, დავით ზურაბიშვილის, თქმით, იცენსტის დაკანონების თემის შემოტანა საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებში არასწორია და ამით ყურადღების არასწორი მიმართულებით გადატანა ხდება.
გადაცემა არჩევანის ეთერში დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრაქტიკამ დაადასტურა, რომ არ გამოდის რუსეთთან ურთიერთობა.
„პრაქტიკამ დაადასტურა, რომ არ გამოდის აქედან არაფერი. რამდენი მეტს უთმობ რუსეთს, იმდენი მეტს ითხოვს. ყოველი დაკმაყოფილებული მოთხოვნა წარმოშობს ახალ მოთხოვნილებას. შედეგი გვაქვს ყოველთვის უარყოფითი,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.