უბედური შემთხვევა ისევ აჭარადღეს გამთენიისას, დიდთოვლობას აჭარაში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა განთიადში გორგაძეების სახლმა თოვლის მასას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. ოჯახის ხუთი წევრიდან ერთი დაიღუპა, 60 წლის მამაკაცი.
ამ დრომდე სახლის ნანგრევებშია მოყოლილი გორგაძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 20 წლის მამაკაცი. მაშველები მის გამოყვანას ცდოლობენ. ოჯახის დანარჩენი წევრებიდან ერთი, ორსული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო სავარაუდოდ გორგაძეების სახლს საძირკველი გამოეცალა.