თბილისში 2643 კვმ მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს თბილისის საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა
17:31 03-02-2017
თბილისში 2643 კვმ მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს თბილისის საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა თბილისში, ხუდადოვის ქუჩის მიმდებარედ არსებული 2643 კვმ მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს თბილისის საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა. საკითხი განსახილველად თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემის თხოვნით მათ საპატრიარქომ მიმართა.
როგორც ლაფერაძე აცხადებს, თავის მხრივ საპატრიარქოს რამდენიმე ასეულმა ქალბატონმა მიმართა, რომლებსაც სურთ აბორტის მოსანანიებლად იქ ეკლესია აშენდეს. სხდომაზე საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროტესტი გამოხატა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ. მან სხდომაზე წარმოადგინა კვლევის შედეგები იმის შესახებ, თუ რამდენი მილიონი ლარის ქონება გადაეცა ბოლო პერიოდში გამგეობების მიერ მართლმადიდებელ ეკლესიას.
სამნიძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემა ხდება იმ ფონზე, როდესაც უამრავი სოციალური პრობლემაა როგორც სოფლებსა და რეგიონებში, ისე თბილისში. კერძოდ, ადამიანები საჭიროებენ კონკრეტული მიმართულებებით ფინანსურ დახმარებებს.
სამნიძეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე გამოეხმაურა. სხდომაზე დეპუტატების საუბარი კამათში გადაიზარდა. „პირადად ჩემთვის სასიხარულოა, თუ სახელმწიფომ ამდენი გააკეთა ეკლესიისთვის, რადგან ეკლესია ხალხს ემსახურება“, - განაცხადა სხდომაზე რიმა ბერაძემ.
ბერაძემ ასევე მიმართა სამნიძეს, რომ იგი 2014 წლიდან ეკლესიას ებრძვის, რასაც სამნიძემ ცილისწამება უწოდა. „იმ პარტიას რა ვუთხარი, თქვენ რომ შემოგიყვანათ საკრებულოში“, - განაცხადა ბერაძემ.
საბოლოოდ სხდომაზე აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა 25 დეპუტატმა, წინააღმდეგი კი იყო - 2.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...thi-mohyva.html რავი აბა და რა უნდა დავწერო და ათ სულზე ერთი ეკლესია საკმარისი იქნება?25-ა მხარი დაუჭირაო და სტაპრაცენტი ეკლესიაში დადიან ეგენი და ის ორი სატანისტები იქნებიან.
გადაცვით ქვეყანას ანაფორა ბარემ. ამაზე მაგარი ბიზნესი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში.ისე თუ იხდიან,რატომ არა?
This post has been edited by lasha1997 on 4 Feb 2017, 06:57