ცოტახანი იყოს ღია, ჩემით დავხურავ
გამარჯობათ! ვაპირებ ახლო მომავალში ჩემი ნექსუს 4-ის შეცვლას რამე ახალ ტელეფონში. მირჩიეთ რამე მოდელი, მოთხოვნებია ესეთი:
ეკრანი - არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია TFT არ იყოს / ზომა მაქსიმუმ 5'
კამერა - არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არც წინა, არც ძირითადი კამერა როგორი ექნება, მთავარია მუშაობდეს.
RAM/ROM - სასურველია 2+ გბ RAM / ROM 16+ გბ (თუ ექნება microsd მხარდაჭერა მთლად უკეთესი)
4G - არ აქვს მნიშვნელობა
OTG მხარდაჭერა ქონდეს არის აუცილებელი.
კარგი ბატარეა 3000+ ასევე არის აუცილებელი.
არარის აუცილებელი სულ ახალი იყოს, მეორადზე არ მაქვს პრობლემა, ნუ ძალიან დამსხვრეული და ხელში რო იშლებოდეს ესეთი არ მინდა
მიყვარს ტექნიკაში ქექვა, პრაშივკები, ცდები... სასურველია ჩინური ნოუნეიმი არ იყოს, საძებნელი რომ არ გამიხდეს პრაშივკა/განახლება/მოდი და ასე შემდეგ

ბიუჯეტი მექნება 300 ლარი მაქსიმუმ
აი ასეთი მოთხოვნებით რამდენად შესაძლებელია სმარტის შოვნა? თუ მეტი თანხა დამჭირდება, ან ბევრს ვითხოვ მითხარით, შემისწორეთ.
თუ არა და მოდელები მომწერეთ, რომ შევადარო და გადავწყვიტო.
წინასწარ დიდი მადლობა
* * *
--------------------------------- UP ! ----------------------------------
მირჩიეთ რამე
* * *