#49929283 · 14 Feb 2017, 14:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაპირებ გავხსნა სანაყინის მაგვარი "მინი კაფე" და ნაყინთან და სასმელებთან ერთად უნდა გავყიდო ისეთი რაღაც რაც ჯერ საქართველოში არ შემხვედრია მსგავსი რაღაცები არის, მაგრამ ვფიქრობ ამას განსაკუთრებული ეფექტი ექნება სხვა ყველა დანარჩენთან შედარებით. კომერციულს+საოფისე ანუ 2 სართული მაქ ჩემი პირადი საკმაოდ კარგ და ხალმხრავალ ადგილას, უბრალოდ დიდი ფართი არ მაქვს და ეგაა პრობლემა, მეორე სართული არის 24 კვადრატული და პირველი 30 ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა კიბით რაც კიდე უფრო ამცირებს ამ ფართს.. ვაპირებ მეორე სართული მთლიანად პერონალს დავუთმო, პირველზე პატარა ბარის სტოიკა და დასაჯდომი ადგილები სადღაც 3-4 მაგიდა უნდა დაეტიოს 2-3 კაციანი, ამას პლუს გარეთ შეიძლება რამოდენიმე მაგიდის განთავსება.. ვიცი ბევრი არაა, მაგრამ ისეთ რაღაცას ვაპირებ რისი მირთმევაც სეირნობისას უფრო ასწორებს ვიდრე ადგილზე კაფეში.. ამიტო ადგილების გამო დიდათ არ ვღელავ, მაგრამ მაინც კაფეა და დასაჯდომი ადგილები აუცილებელია.. უბრალოდ ერთი პრობლემა ისაა რომ ეს ყველაფერი მაქვს ბათუმში და ზამთარში მკვდარია იქაურობა და ეგ მაშინებს ცოტა. მაინტერესებს რას ფიქრობთ და რა თანხაა თქვენი აზრით საჭირო ამ ყველაფრის დასაწყებათ, სამზარეულოს აპარატურა სტანდარტულად დამჭირდება თითქმის ისე როგორც ყველა მსგავს ობიექტს. ხო და მართლა ზოგი რაღაც აქ. საქართველოში არ მეგულება და თურქეთიდან მომიწევს შემოტანა, რაოდენობის მხრივ ბევრი არ იქნება და წესით პრობლემაც არ უნდა შემექმნას.
--------------------
Sometimes, I think inside of me are two souls,with different minds,aims,thoughts,feelings,pain. And sometimes there is war between those two. __________________________
NOTHING IS PERMANENT
|