
"..სიცხე..ისფაჰანი..ფირუზის ღრუბლები...
...სასახლის კიბეზე დიდი შაჰი ადის...
დღესაც _სულ არავის არ ესაუბრება!
მხლებლები ასკვნიან:ისევ ხვაშიადი...
ძღვენი ვასალისა;თეთრი რაში ათი;
ახალი მხევალი;ზღაპრული ჰანგები...
მაგრამ არ ეწყობა კაცს ეს ხასიათი
და ყელში ამოსდის ჰაქიმთა ბანგები.
"სამყაროს ლომი ხარ...ვინ არს სხვა დიადი?!"
_ერთ სუნთქვად ქცეულა ლაქუცა ამალა...
უხმოდ იტრიალებს ბეჭედს ხმა-ზვიადი,
მაგრამ წარბების ბმა ზიზღს ვეღარ დამალავს.
ბოლოს სატახტოშიც დგება ღრმა წყვდიადი,
შაჰმა გადაცმულმა და ცხენმა უბელომ_
ვინძლო ქარვასლაში ჰპოვონ განთიადი,
რომ ამაოებას ცოტათი უყელონ...
იქ დერვიში იცნობს შაჰს შავ მაშიათი,
მიეახლება და "რა გწვავს, თვითონ მზეო!"
და "მზე"ატირდება,მტანჯავს ხვაშიადი
და ბრმა მოლოდინით თვალნი დავიფსეო.
ბრძენკაცი ლექსით და არა კაფიათი
ჭმუნვით უპასუხებს:"მბრძანებელო ჩემო,
სჯობს კაცი იკვებოს მლაშე ქვა_ხმიადით,
ოღონდ არ იცოდეს ხვაშიადის გემო!"
...სიცხე..ისფაჰანი..ფირუზის ღრუბლები..
სასახლის კიბეზე დიდი შაჰი ადის.
დღესაც_სულ არავის არ ესაუბრება!
მხლებლები ასკვნიან: ისევ ხვაშიადი..."
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs