საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ საჭიროა ცვლილებები.
„ჩვენ გვქონდა კარგი სამუშაო შეხვედრა. ორი რამეა, რაზეც ყველა ვთანხმდებით. რა გზავნილიც მივიღეთ, კარგად ვაცნობიერებთ და ვაანალიზებთ. ცვლილებები არის საჭირო ისეთი, რომელიც ჩვენს ხალხს სჭირდება. ამ ცვლილებებს აქვს ორი ეტაპი, პირველი ეტაპი არის მოკლევადიანი, რომელიც ეხება ამ მოკლე ვადაში საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე დასაგეგმ ღონისძიებების, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, შესაცვლელია. იქნება ამ მხრივ ცვლილებები, იმისთვის, რომ მეორე ტურზე ყველა ამომრჩეველი მოვიდეს და ყველამ გავაცნობიეროთ, რომ რეალური საფრთხეა ქვეყანაში, თუ ამ არჩევნებში მოვიდა რევანშისტული ძალა, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო. ამიტომ არჩევანი არის გვინდა მშვიდობა თუ უკან წარსულში ვბრუნდებით.
მეორე საკითხი ეხება არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს. ეს არის ბევრი საკითხი, ეხება როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივ დონეს. ახლა დროა კონსოლიდირების, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების. ყველა ვერთვებით მიზნით, რათა მოვახერხოთ ჩვენი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ქვეყნის მომავალს",- განაცხადა ბესელიამ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=188268-%E1%...%83%90%E1%83%90პირველი ეტაპი - მოვიდეს ხალხი არჩევნებზე
მეორე ეტაპი - მოვიყვანოთ ხალხი არჩევნებზე