#49876496 · 7 Feb 2017, 13:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MRlurch
მუშაობით არ მიმუშავია მანდ (ან სხვა მაგდაგვარ დაწესებულებაში), მაგრამ განცხადებიდან ჩანს რომ Call center სამუშაოა. სხვისი გამოცდილებით რაც გამიგია ასეს: ზიხარ დღეში რამოდენიმე ასეულ ნომერზე რეკავ, და ცდილობ მიყიდო, ამ შემთხვევაში, ფორექს სერვისი ადამიანებს რომლებიც 99.999% შემთხვევაში ამით დაინტერესებულები არ არიან. შესაბამისად იქედან ძირითადად გესმის, კარგ შემთხვევაში ზრდილობიანი უარი, სხვა შემთხვევაში ყვირილი, გინება ან ყურმილის დაკიდება შუა ლაპარაკში. როგორც წესი ყოველ წამს გითვლიან და ერთ ზარს როგორც მორჩები, ეგრევე მეორე უნდა დაიწყო. და ასე დღეში 8+ საათი. ხელფასი კი შეიძლება იყოს 1000 ლარი მაგრამ იმ პირობით რომ გაყიდვების გეგმა უნდა შეასრულო (რომელიც როგორც წესი საკმაოდ მაღალია). თუ ვერ შეასრულებ გეგმას, თვის ბოლოს გაგანთავისუფლებენ, მაგიტომაცაა ვაკანსია სულ.
|