#49878589 · 7 Feb 2017, 18:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ გვეუბნება შემდეგს: მუხლი 1. "სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად."
ანუ რას ნიშნავს ეს შენს შემთხვევაში.. 1 წლის განმავლობაში თუ გაყიდი ერთზე მეტ მანქანას, აუცილებელია დარეგისტრირდე მეწარმე სუბიექტად და გადაიხადო მოგების გადასახადი. თუ 1 წლის განმავლობაში გაყიდი 1 მანქანას, ამ შემთხვევაში შენი საქმიანობა არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად და არ მოგეთხოვება მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება. გადასახადის გადახდის ვალდებულება მაინც გექნება ოღონდ როგორც ფიზიკურ პირს, ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში ვალდებული ხარ გადაიხადო საშემოსავლო 5 %, თუ ავტომობილს გაყიდი შენს სახელზე გაფრმებიდან 6 თვის შიგნით..
|