#49868890 · 6 Feb 2017, 13:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ex3cuTioN Gparted-ით როცა გააფართოვებ, ვინდოზას ლოგიკურ "ფართიშენს" umount უნდა გაუკეთო ტერმინალიდან. sudo fdisk -l, მანდ ნახავ ყველა დისკს, მოძებნე ეგ E დისკი და sudo umount /dev/sdXY (რომელიცაა). უფრო მარტივია ეგ "დაშრინქული" სივრცე ვინდოზას დისკ მენეჯმენტიდან მიაბა ლოგიკურ E დისკს.
zgarb7
QUOTE | ეს mbr და gpt და ეგენი რეებია და რა განსხვავებებია და რომლით უნდა დააფორმატო? |
primary partition არის მყარ დისკზე შექმნილი ის სივრცე, რომელზეც ოპერაციული სისტემის ჩამტვირთველი დადგება. მარტივად რომ ვთქვათ მყარ დისკზე 1 primary partition მაინც უნდა იყოს, რომ ოპერაციულმა სისტემამ იმუშავოს. MBR-ს აქვს მხოლოდ 4 primary partition-ის შექმნის შესაძლებლობა, GPT-ს კი იმდენის, რამდენიც, უხეშად რომ ვთქვა, გაავსებს მყარ დისკს. ვისაც სჭირდება ერთ მყარ დისკზე რამდენიმე ოპერაციული სისტემის დაყენება მათთვის GPT უკეთესი ვარიანტია ვიდრე MBR. თან MBR-ს ვერ შექმნი მყარ დისკზე რომელიც მოცულობაში 4 ან მეტი ტერაბაიტია.
This post has been edited by sichinavailia on 6 Feb 2017, 13:24
|