თბილისი - სასოწარკვეთის მუზეუმიინსპირირებულია ამ თემით.
ერთი იმდეგაცრუებული ტურისტის რევიუს მოფყვა თემა, სადაც ჩვენ, ფორუმელები მძიმე გულითა და მოკაკული თითით ვადასტურებთ - ის ტურისტი მართალია. თბილისი ხრონგია ჩვენთვის და ხრონგია ტურისტებისთვისაც. არადა ჰადაჰაა ტურისტული ცუნამის წინაშე ვართ - 2018 წელს უკვე მსოფლიო ტურიზ დესტინეიშენად ვიქცევით. ეს წინასწარგანსაზღვრულია. ჩვენ მსოფლიო შემოგვხედავს. 8 მლნ ტურისტი ყოველწლიურად გახდება საქართველოს ელჩი თავის ქვეყანაში. რას ვატანთ უკან?
ჯერ თუ ხარვეზებს ვაფარებთ თვალზე, 2018 წლიდან დავხვდეთ მოწესრიგებულები.
ეს კონკრეტული თემაა, რომელმაც უნდა შვას პ რ ო დ უ ქ ტ ი "თბილისის გზამკვლევი 1,2,3,4, 5 და მეტი დღით"
ანუ, ამ თეწმაში არ ვიტირებთ ტაქსისტებზე, გზაზე ველური ტრაფიკზე, დაბღვერილ სიფათებზე და ციგან მათხოვრებზე.
ა რ ა მ ე დ
შევქმნით წიგნს, ალბომს, გზამკვლევს, რომელშიც ჩვენ თბილისელები (თბილისის ფორუმიო და) დ ა ვ ა ხ ვ დ რ ე ბ თ ტურისტებს რაციონალურ რეკომენდაციებს თუ რა უნდა ნახოს და რა თანმიმდევრობით მისი (ტურისტის) გეგმის (რამდენი დღით რჩება თბილისში) გათვალისწინებით.
2 დღით რჩება? წაიკითხავს ჩვენს ბუკლეტს, ამოარჩევს თავს "თბილისი 2 დღით - თბილისელების ვარიანტები" ამოირჩევს სათავისოს და ჰაიდა, აღარ მოუწევს დ რ ო ი ს კ ა რ გ ვ ა არასაჭირო და გაურკვეველი ემოციების დამტოვებელ ობიექტებზე.
მე როცა პარიზში მივდიოდი ჩემი პირადი ბიოგრაფიის განმავლობაში დაგროვილი ცოდნით უ კ ვ ე წინასწარ მქონდა ჩამონათვალი 7 ადგილისა, რომელიც აუცილებლად უნდა მენახა ( ლუვრი, ეიფელი, ორსე, პომლიდუ, ინვალიდების სასახლე, როდენის სასახლე, სენა, როტონდა, სონზელიზე, ტრიუმფალური არკა, ) და ეს მიმართულებები პარიზის ყველა სტუმარმა წინასწარ მოუმზედებლადაც იცის.
პარიზის /რომის/ ბარსელონას/ათენის სტუმრებისგან განსხვავებით თბილისის სტუმარმა ა რ იცის რა დახვდება აქ, რა ქვიათ აქაურ დესტინეიშენებს, რა რამდენ დროს იმსახურებს. მოკლედ, თბილისის სტუმარი მოდის ბრმად, ან იუთუბის ინდივიდუალურ/სუბიექტური ვიდეოს მონახულების წინასწარი განწყოით.
ჩვ ენ ვიცით თბილისი, მათ არ იციან.
ამიტომ
შევადგინოთ მათთვის თბილისის ტური ისე რომ, მათი დრო დაიხარჯოს რაციონალურად, იყოს კმაყოფილი და მადლიერი, წავიდეს თავის ქვეყანაში საქართველოს ერთგულ ელჩად და არა საქართველოს მლანძღველად.
აგერ, ერთმა მტკიცე ქოცმა იუზერმა დაწერა თემაში, რომელიც ჰადაჰაა ახალ ომს პროგნოზირებს რუსეთთან ( ტემა პროგნოზირებს), არავიტარი ახალი ომი არ იქნება, საქართველოდან უკვე 1 მლნ ტურისტია დაბრუნებული რუსეთში, რომელტაც ნახეს რომ ჩვენ მხარეს ყოფნა უფრო კარგი ხალხის მხარეს ყოფნაა ვიდრე სეპარატისტების მხარეს ყოფნაო. ასეა მეგობრებო, დიდი პრობლემებს აქვთ პატარა და არასწორი გადაჭრის საშუალებები. ტურიზმი ჩვენთვის სტრატეგიული და ყოფნაარყოფნის საკითხის გადასაწყვეტი პატარა და არასწორი საშუალება შეიძლება გამოდგეს. ამიტომ მივუდგეთ ამ საკითხს სერიოზულად.
ჰანსი ჩამოდის 1 დღით
იულია 2 დღით
გრეტელი 3 დღით
ჯაბრაილი 4 დღით
საშკა 5 დღით
სი იუა ერთი კვირით
აი ტეილორმა კი ერთი თვით მოინდომა აქ დარჩენა
(სახელები, ეროვნებები, თანმიმდევრობა სრულებით შემთხვევითია და ურთიერთგადანაცვლებადია).
გამჭრიახობა და პოზიტიურობა დამანახეთ.
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!