Death Bringerოკ.
ჩვეულებრივი უმარტივესი ამოცანაა სტანდარტულ გადახრასა და მედიანის პოვნაზე.
შენს მიერ მიმაგრებულ ფაილში ამოხსნილი კი არის მაგრამ შეცდომაა ჩემი აზრით პირველის ამოხსნისას დაშვებული.
კარგი გავყვეთ.
1) მოცემული საბავშვი ჟურნალის მკითხველის ასაკები და მათი სიხშირეები ანუ განაწილება. როგორ უნდა ვიპოვოთ საშუალო - ჩვეულებრივად უნდა შევკრიბოთ წევრები და გავყოთ წევრთა რიცხვზე. მაგრამ ცალ-ცალკე რომ არ ვკრიბოთ (ანუ 6+6+6+6+7+7 ... და ა.შ.) სიხშირეებს ვამრავლებთ შესაბამის ასაკზე და ისე ვკრებთ, ანუ 24+42+64+45+30=205, (ამით საქმეს ვიადვილებთ ჯამი იგივეა), შემდეგ 205-ს ვყოფთ 26-ზე და ვპოულობთ mean=205/26=7.88 .
ახლა უნდა ვიპოვოთ სტანდარტული გადახრა. სტანდარტული გადახრა არის თითოეულ წევრს მინუს საშუალო, აყვანილი კვადრატში, შემდეგ ეს კვადრატები შეკრებილი, გაყოფილი n-1-ზე (n-1-იმიტომ რომ sample არის ამ შემთხვევაში), და რასაც მივიღებთ იქიდან კვადრატული ხარისხის ფესვი.
ოღონდ f(X-mean)^2 ცხრილში მიიღება სიხშირის გადამრავლებით შესაბამის სხვაობის კვადრატზე, და ამოხსნაში მაგ ფაილში რატომღაც დამატებით არის გადამრავლებული კიდევ ასაკზე, რაც არასწორია ჩემი აზრით.
2) მეორე ამოცანაში საშუალოს ვითვლით იგივენაირად. ხოლო მედიანა არის ზრდადობით ან კლებადობით დალაგებულ წევრთა შორის შუა წევრი , მისი გამოსათვლელი ფორმულაა 0.5(n+1).
სულ არის 90 წევრი. მედიანა უწევს 45.5 რიგით ნომერზე, ანუ 45-ე და 46-ე წევრების საშუალო, ხოლო 21-ე დან 60-ის ჩათვლით სულ 500-ებია მნიშვნელობები, ამითომ მედიანაც თავისთავად ცხადია 500-ის ტოლი იქნება. Mode ანუ მოდა არის ის მნიშვნელობა რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება, ანუ რომელსაც აქვს ყველაზე მეტი სიხშირე(frequency distribution). ყველაზე მეტი აქვს 500-ს - 40. ამიტომ მოდაც უდრის 500-ს.
აგერ დავურთავ შესწორებულ ფაილს. ასეა სწორი IMHO
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 165 )
Statistics.doc