რუსთავი 2-მა და გვარამიამ დიდი სანთელი უნდა დაუნთონ ბიძოს, დღე და ღამე უნდა ილოცონ ბიძოზე, რამეთუ ბიძომ და მისმა ,,სასტავმა” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზია გამხდარიყო რუსთავი 2. მეცხრე არხის დაგეტვამ და ივანიშვილის გარემოცვის უაზრო მოქმედებებმა, მათ შორის სასამართლო დავები მაქვს მხედველობაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, არნახული რეიტინგი მოუტანა რუსთავი 2-ს. ისეთი მაღალი, როგორიც სააკაშვილის დროსაც კი არ ჰქონია.
პირდაპირ ჩანს, რომ ვიღაცეები დათვურ სამსახურს უწევენ ივანიშვილს, თორემ რუსთავი 2 -ის განეიტრალებას სჭირდება მაქსიმუმ სამი თვე, ამისთვის არც სასამართლო დავებია საჭირო, არც სუს-ი, არც ჟურნალისტების გადმობირების მცდელობა. საჭიროა, კარგი რეიტინგული ტელევიზიის შექმნა, კარგი გასართობი თუ პოლიტიკური თოქ-შოუებით, რომელიც უბრალოდ დაჩრდილავს რუსთავი 2-ს და აქცევს მას მეორეხარისხოვან ტელევიზიად, რომელსაც, აღარ ეყოლება იმ რაოდენობის მაყურებელი, რაც დღეს ჰყავს. დააკარგვინებს ზეგავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, თუმცა ასეთი ტელევიზის მართვას პროფესიონალი და გონიერი ხალხი სჭირდება, რისი მწვავე დეფიციტიცაა ბიძინას გარემოცვაში.
http://www.geomediatv.ge/%E1%83%A0%E1%83%A...83%90%E1%83%9B/