„სილქ როუდ ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის ნანა ონიანის თქმით, ქალაქის ცენტრში სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანიის მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
„ამჟამად 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ სივრცეში კონცეპტუალური სარესტორნო სივრცეები და მაღალი კლასის ნომრები იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნია, რომ სასტუმროს დიზაინზე მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანია Neri&Hu მუშაობდა და საკმაოდ საინტერესო კონცეფცია შეიკრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი საკმაოდ მოდერნისტული იქნება, ავთენტურობა და ის დიზაინი, რომელზეც პირველი არქიტექტორები, თეიმურაზ მიქაშავიძე და ალექსი მესხიშვილი მუშაობდნენ, აუცილებლად შენარჩუნდება.
„ტელეგრაფის“ ინვესტიცია ამ დროისთვის 60 მილიონი ევროა. ჯგუფის მთავარი იდეაა, რომ ჩვენს ლოკაციებს ახალი სიცოცხლის მოტანასთან ერთად, ისტორია შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ნანა ონიანმა.
„სილქ როუდ ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა „სილქ როუდ ჯგუფის“ მიმდინარე პროექტ „ბოტანიკოზეც“ ისაუბრა, რომელიც მწვანე კონცხზე შენდება და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და ბინადრებს 80 ბინას ჩააბარებს.
https://bm.ge/ka/article/sastumro-telegrafi...d-group/132513/თბილისში რა საჭიროა ამდენი სასტუმრო ვის ელოდებიან ?
თბილისი რომელი მეგაპოლისია რომ 10 ზე მეტი სასტუმრო იყოს საჭირო ნიუ ორკია თუ ჩიკაგო ?
რით ვერ გაძღნენ ?
* * *
ბილტმორი და რედისონი 200 მეტრშია მაგ ტერიტორიქზე მინიმუმ 3 სასტუმროა
ვის ელოდებიან სტუმრად?
გაატრაკეს საქმეე
ეს ქვეყანა აქციეს სასტუმროებად და რესტორნებად
This post has been edited by PNG on 30 Apr 2023, 15:32