“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ” წევრმა ირაკლი აბესაძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნატა ნაზღაიძისა და მისი ძმის შესაძლო კორუფციული ფაქტის გამოძიებას თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
მისი თქმით, განცხადებაში “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნაზღაიძისა და მისი ძმის კორუფციულ სქემაზეა საუბარი. აბესაძე ამბობს, რომ ნაზღაიძის ძმას მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობაში ჰქონდა, რომელიც შემდეგ სტიქიის ზონაში მოექცა. მისივე განცხადებით, ეს მიწა მერიამ 1 მილიონი ლარის სანაცვლოდ გამოისყიდა.
ირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს და დედაქალაქის მთავრობას ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.
ირაკლი აბესაძე ნაზღაიძეს წინააღმდეგ