ახლა ვფიქრობდი და მივხვდი, რომ რუსოფობია ყველაფერ სიკეთესთან ერთად უნიჭობასთანაც ასოცირდება.
ილია ჭავჭავაძე რუსეთის ჯარის შემოსვლასთან დაკავშირებით:
"ესე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. ამ დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას, დიდიდამ პატარამდე ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასევე თავგამეტებით იბრძოდა საქართელოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას.
ამ ღირსსახსოვარ დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა.
დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე,
გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხობრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა.
დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცია მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწეოდ, უნუგეშოდ, ყველასაგან შორს მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებელად და თავისის ვინაობის გადასარჩენად.
დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული. დღეს, 26 ნოენბერს 1899წ. სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ. (1899წ.)
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ნაწყვეტი პოემიდან "ბედი ქართლისა"
“აწ განთქმულია რუსთა სახელი, ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი, დიდიხანია გვაქვსჩვენ ერთობა, მტკიცე კავშირი, —სარწმუნოება, — მას მსურს, რომ მივცე მემკვიდრეობა, და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!”
ლექსიდან "საფლავი მეფის ირაკლისა":
"თაყვანსვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი"
ეს გალაკტიონი: