მეგობრებო, მე და ჩემს მეუღლეს გვინდა კომერციული ფართის შეძენა, შემდგომში გაქირავების მიზნით. უძრავი ქონება არასოდეს შეგვიძენია, შესაბამისად ამ მხრივ არ გვაქვს არანაირი გამოცდილება.
იქნებ დამეხმაროთ რჩევებით, სად მოვძებნოთ ვარიანტები? ინტერნეტით ვეძებოთ თუ მაკლერს მივმართოთ? იქნებ საიტები მირჩიოთ და მაკლერის სავარაუდო ანაზღაურებაზეც დამაკვალიანოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ არ გვეჩქარება არანაირად, ვიფიქრე რამდენიმე მაკლერს ვუთხრა, რომ თუ ძალიან კარგი ვარიანტი (ანუ იაფი და კარგი) გამოჩნდება, შემეხმიანოს. თუმცა, ცოტა ეჭვი მეპარება ამ ტაქტიკის სისწორეში, ალბათ ჩემნაირი ბევრია და თუ კარგი ვარიანტი გამოჩნდა, რაღა მე დამირეკავს.
მოკლედ, იმედი მაქვს, დამეხმარებით