არაერთხელ მაქვს ნათქვამი საზ.მაუწყებლის და არამარტო საზ.მაუწყებლის არქივი რო ნადგურდება
აღარაფერს ვამბობ ხელმისაწვდომობაზე რომელიც ყველასთვის უნდა იყოს და მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი
საქართველოში ყოფნის დროს ვაპირებდი ანაზღაურების გარეშეც მემუშავა არქივის გაციფრულება/ხელმისაწვდომობაზე მაგრამ არავინ დაინტერესდა
სურვილიც კი არ ქონდათ სერიოზული ცვლილებები განეხორციელებინათ , ვამბობდი დაფინანსება მანამ არ იქნება თუკი რეალური მონდომება არ იქნება თუკი არ იქნება ხელმისაწვდომობა პრიორიტეტითქო
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თუ ახერხებს
ციფრული ფოტომატიანე ს და
ივერიელის პროექტს , ანალოგიური შეიძლებოდა სხვა არქივებმაც გააკეთონ და უკეთესიც რადგან მეტი ფინანსების მოძიება არის შესაძლებელი საზ.მაუწყებლის არქივისთვის და ეროვნული არქივისთვის
რეალურად არც არავის აინტერესებდა ეს პრობლემები , მედიაც კი არ ინტერესდება ,როდემდე ?
დუმილი და უმოქმედობა ხელს უწყობს უნიკალური მასალების განადგურებას და ხელმიუწვდომლობას !