ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.
ჯერ კიდევ 2015 წელს თიბილოვმა განაცხადა, რომ სურს ე.წ. რესპუბლიკას „ისტორიული სახელწოდება - ალანია დაუბრუნოს“.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერის ე.წ. ბრძანებაში აღნიშნულია კითხვის ფორმულირება, რომელსაც რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს: „თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო - სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა“.
დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, „ქვეყანა“ უნდა ატარებდეს მათ სახელს, ვინც ის შექმნა. მისი თქმით, უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი სახელწოდება.
ნაკადული
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...i-danishna.htmlკიდევ ერთი თვალსაჩინო მიზეზი, თუ რატომ არ გამოვა ჩვენთან ლიბრასტობანას თამაში და ყველა ჯურის ხალხის მასპინძლობა. "იი, მივყიდოთ მიწა , სახლში ხომ არ წაიღებს ხალხი " არ გამომეხმაუროთ, მწარედ ვიგინები
პ.ს. ამერიკას და ინტერნაციონალურ ქვეყნებს ნუ მოიტანტ მაგალითად, მაგათ რომ მოუყვე არც კი დაიჯერებენ , რომ ქვეყანაში მე10-ე თაობა სომხები და აზერები იზრდებიან ისე, რომ ამ ქვეყნის ენა არ ესმით
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე