როგორ ინაწილებენ თანამდებობეს და რა საყვარლად, ყველა ჭამს ცოტა ცოტას
გილოცავ ზურა, დაგიფასდა ამაგი
როგორი ანერვიულებული სახე აქვს, ახალი ეტაპია მის ცხოვრებაში და კარიერაში, გაიზარდა ბიჭი.
ტფუიიი
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...sardgenili.htmlსაქართველოს პრეზიდენტმა კანადაში, კორეასა და ყაზახეთში ახალი ელჩები დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ.
ქვეყნის პირველი პირის განკარგულებების მიხედვით, 2017 წლის 1 მარტიდან კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და, ასევე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა.
2017 წლის 1 მარტიდან კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„სამივე მათგანი საკმაოდ გამოცდილი კადრია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებთან ორმხირივი ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და იმ აქტიური დღის წესრიგის რეალობაში განხორციელებას, რომელზედაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს იყო ლაპარაკი.
ელჩებმა სახელმწიფოს მეთაურისაგან მიიღეს ძალიან კონკრეტული ინსტრუქციები, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ამ სახელმწიფოებში მათი მუშაობის დროს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
”ზურაბ აბაშიძე 1996 წლიდან არის სახელმწიფო სამსახურში და სხვადასხვა დროს საჯარო სექტორში იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს. 2012-2016 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას”, - განმარტავენ სამინისტროში.
აა კაცი.
This post has been edited by oligarh on 30 Jan 2017, 20:15
მე მიყვარს sulo.