მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე. წ. პლებისციტზე საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინოს.
"ვფიქრობ, ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი რეაგირება უნდა მოვახდინოთ, რათა კიდევ უფრო არ გამძაფრდეს სიტუაცია კონფლიქტის რეგიონებში. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ძმები. საერთაშორისო საზოგადოებას უმკაცრესი რეაგირებისკენ მოვუწოდებ", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ე. წ. პლებისციტიც ჩატარდება, იმის გასარკვევად, უნდა თუ არა მოსახლეობას ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა. დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის სურვილი “ისტორიული სახელის - ალანია - დაბრუნებაა”.
http://imedinews.ge/ge/saqartvelo/4108/mdi...i-da-osi-dzmebi This post has been edited by Adam_Beyer on 8 Feb 2017, 14:20
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)