რახან "დაძალების" თემამ არ გაამართლა და სრული ბარდაგი შეიქმნა თემაში, ცოტათი გავამარტივოთ თემა და შევცვალოთ წესები.
მოკლედ, იმ იუზერს, რომელიც მონიშნავს თქვენ ნიკს და დაგიდებთ ფილმს, თქვენც აუცილებლად უნდა დაუდოთ რამე ფილმი, რომ გამოვიდეს - ფილმის გაცვლა.
ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოახერხოთ ფილმის ნახვა და დაწეროთ მინიმუმ 50 სიტყვიანი რეცენზია. უნდა იმსჯელოთ ფილმზე, დაწეროთ მოკლე შინაარსი - რა მოგეწონათ, რა არა...
არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ფილმი იქნება. თუ ცუდს დაგიდებენ, მაინც იძულებული იქნებით, რომ ნახოთ. იუზერის გადაკიდებას, უმჯობესია, კარგი ფილმი შესთავაზოთ.

ასე, რომ სანამ დაპოსტავთ, გაეცანით წესებს.

აუცილებელია, რომ თქვენც ნანახი გქონდეთ ის ფილმი, რომელსაც სთავაზობ, რომ შემდეგ გადაამოწმოთ, მართლა ნახა თუ არა.
ერთი კვირის განმავლობაში, თუ არ ნახავს ის იუზერი ფილმს, რომელსაც თქვენ შესთავაზებთ, დაწერთ ამავე თემაში და მოხვდება ე.წ. "ჩორნი სპისოკში" (შავ სიაში)

, რის შემდეგაც უფლება აღარ ექნება ამ თემაში პოსტვის, თუ მაინც დაპოსტავს არავინ უყურებს მის მიერ შეთავაზებულ ფილმს.

ის იუზერები, რომლებიც ერთმანეთს გაუცვლით ფილმებს, თავად გააკონტროლეთ ერთმანეთი: ნახა თუ არა ფილმი, გაკმაყოფილებთ მისი რეცენზია და თუ ჩაეტია ვადაში.
ხო კიდევ, ის იუზერი რომელსაც ფილმი აქვს სანახავი, აღარ შეგეძლებათ, რომ კიდევ დაუდოთ ფილმი, აგრეთვე რეცენზიის დაპოსტვის დროს.
მოდერებს საქმე არ გექნებათ, ამიტომ არ დახუროთ ეს თემა.

რაც მოუნდებათ, ის პოსტონ.

მე არ მომნიშნოთ ჯერ და არ დამიდოთ ფილმი, პირველი პოსტი არ ითვლება.

ხო კიდევ, თუ უკვე აკიდებული გაქვთ ფილმი და მაინც გადაწყვეტთ დაპოსტვას, მსგავსი @@ აღნიშვნა გააკეთეთ პოსტის ბოლოს, რომ აღარ დაგიდონ არაფერი.
This post has been edited by agnusweisen on 15 Feb 2013, 17:05