ტრაპიზონის სამოქალაქო ომი ან სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში — 1340-1349 წლებში არსებული კონფლიკტთა სერია, ტრაპიზონის იმპერიის სამეფო ტახტისთვის.
ტრაპიზონის სამოქალაქო ომში რამოდენიმე ფრაქცია ჩამოყალიბდა: პირველი იყო დედოფალი ირინა პალეოლოგოსი, რომელსაც ამირჭანტარიოს კლანი და ანდრონიკე III, ბიზანტიის იმპერატორი უჭერდა მხარს; მოწინააღმდეგეთა პარტია შედგებოდა არქონტებისგან, სებასტოს ჭანიჩიტეს მეთაურობით, მისი საიმპერიო ერთგული სამხედრო სხოლაროსების დანაყოფით, რომლებიც უკანსკნელი იმპერატორის ბასილი დიდი კომნენოსის ხსოვნის ერთდგულად მიიჩნევდნენ თავს; მესამე პარტიას წარმოადგენდა მეგადუკა იოანე ევნუხი, რომელსაც ლიმნიის ციხესიმაგრე ეკავა; და უკანასკნელ მეოთხე პარტიას წარმოადგენდა ანა დიდი კომნენოსი, რომელიც ლაზი არისტოკრატიის მხარდაჭერით სარგებლობდა.[1]
ბასილის სიკვდილი1340 წლის 6 აპრილს, ბასილი დიდი კომნენოსის სიკვდილის შემდეგ, იმპერიის მმართველობა ხელში ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე III-ის (1328–1341) არაკანონიერმა შვილმა ირინა პალეოლოგოსმა ჩაიგდო ხელში. ირინა პალეოლოგოსი ბასილის კანონიერი ცოლი, ეჭვმიტანილი იყო იმპერატორ ბასილის მკვლელობაში.[2] როგორც ჩანს, ის წინასწარ ემზადებოდა ამგვარი მოვლენებისთვის და უკვე მომზადებული ჰყავდა მისი მხარდამჭერი პარტია, რომლის მეშვეობითაც ის სამეფო ტახტზე ასვლას შეძლებდა. მას შემდეგ რაც ირინა იმპერატორად ეკურთხა, ის შეეცადა იმპერიაში ძალაუფლების კონსოლიდაციას მისი მომხრე ამირჭანტარების და სხვა ცნობილი არისტოკრატების მეშვეობით. თუმცა ურთიერთობა ამირჭანტარიოებსა და სხილარებს შორის, პირადული დავების მიზეზით, მნიშვნელოვნად დაძაბული იყო. იმპერიის ორ უძლიერეს ფრაქციებს შორის დავას, ასევე ხელი შეუწყო ტახტზე მემკვიდრის არარსებობამ და ასევე იმპერატორის მიერ ძალაუფლების გამყარების უუნარობამ. ორივე მხარე ცდილობდა იმპერატორისთვის საკუთარი პოლიტიკურ-სოციალური შეხედულებები მოეხვია თავს.[3] საბოლოოდ სხილარების კლანი აუჯანყდა იმპერატორს. სხილარებს მხარი მეიზომატებმა, დორინატებმა, კაბასიტებმა და სხვა ცნობილმა ოჯახებმა დაუჭირა მხარი. სწორედ ამგვარ პირობებში ამირჭანტარებმა სიტუაციის ხელში ასაყვანად დედოფალი ირინას მხარი დაიკავეს.
აჯანყებულებს წარმოადგენდნენ ადგილობრივი არქონტები, სებაბასტოს და მეგასტრატოპედარდაჩეს ჭანიჩითეს მეთაურობით, რომლებიც საკუთარ თავს ადგილობრივი უფლებების მცველებს უწოდებდნენ, ჭანიჩითე მეთაურობდა სხილაროსთა არმიას — რომლებიც უკანასკნელი იმპერატორის ბასილისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთგულად რჩებოდნენ, მათვის მიუღებელი იყო ახალი დედოფალი ირინა, რომელსაც აღიქვამდნენ როგორც კონსტანტინოპელ დამპყრობელს — თავიდან აჯანყებულები დედაქალაქის სამხრეთით არსებულ ხევში, წმინდა ევგენიოს მონასტერში გამაგრდნენ, რომელიც დროდადრო მთავარ ციხესიმაგრედ გადაიქცა. ამავე დროს, იმპერატორმა ამირჭანტარების მეშვეობით კონტროლი დაემყარა ნავსადგურსა და ქალაქის ციტადელზე. აჯანყება საბოლოოდ 1340 წლის 2 ივლისს დასრულდა, როდესაც ლიმნიის მეგადუკა იოანე ევნუხი, იმპერატორი მანუელ II-ის მკვლელი, იმპერატორის დასახმარებლად კონსტანტინოპოლიდან ტრაპზონში ჩამოვიდა. ის შეუერთდა საიმპერიო არმიას და ერთობლივი ძალებით ცეცხლში გახვიეს ევგენიოს მონასტერი. სხილარესები დამარცხნენ, მათი ლიდერები მაშივნე დაატყვევეს და ლიმნიის ციხეში გაგზავნეს, ხოლო მომდევნო წელს ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს.
ნათელი იყო რომ, ქმრის უმისოდ, რომელიც საიმპერიო გვირგვინს დაიკავებდა, ირინა ვეღარ შეძლებდა პოზიციის დიდი ხნით შენარჩუნებას; ამ ნუგეშით ირინა ცოლად გაყვა მისი იმპერიის ერთ-ერთ მეგას დომესტიკოსს. ამის შემდეგ ის შეუდგა მისი მოწინააღმდეგეების შეპყრობას, რომლებიც სამეფო სასახლეს ორ ფრაქციად ჰყოფდნენ. სწორედ ეს მოვლენა გახდა მიზეზი მისი ძველი მოწინააღმდეგეებისთვის — რომლებმაც თავის დროზე შეძლეს ევგენიოსში მომხდარ კატასტროფისთვის თავი დაეღწიათ — ხელში ისევ აეღოთ იარაღი, რამაც იმპერიაში ახალი არეულობათა ქარიშხალი გამოიწვია.
ანა კომნენოსილაზიის თემის მდებარეობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კიდევ ერთი ქალი, რომელმაც ტრაპიზონის სამეფო ტახტზე გამოთქვა პრეტენზია, უფრო უკეთესი წოდებით ვიდრე ირინა, იმპერატორი ალექსი II-ის უფროსი ქალიშვილი ანა კომნენოსი იყო, რომელიც იქამდე საზოგადოებისგან გარიყული ცხოვრობდა. ოპოზიციამ შეძლო დაერწმუნებინა ის რომ თავი დაეღწია სამონასტრო სამოსს და გაქცეულიყო ლაზიაში, სადაც ის იმპერატორად აკურთხეს. ახალმა დედოფალმა კონტროლი დაიკავა მთელი ლაზიის რეგიონზე. ყოველი ლაზი და ჭანი ხალხისთვის ის ტრაპიზონის საიმპერიო ტახტზე ერთადერთი კანონიერ მემკვიდრე იყო.[4] 1341 წლის 17 ივლისს, ლაზი მეომრებისა და საქართველოს მონარქის გიორგი V-ის (1314-1346) მეშვეობით, დედოფალმა ანამ ტრიუმფით აიღო ტრაპიზონი. ერთი მხრივ ამირჭანტარების და მეორე მხრივ ლაზთა და ჭანთა მიერ და ასევე ტრაპიზონის იმპერიის პროვინციელ მოსახლეთა სურვილით ის დედაქალაქში იმპერატორად აკურთხეს.[5] ამირჭანტარების მიერ ძალაუფლების გამყარებამ, სხილარები და სხვა მისი მოწინააღმდეგე ოჯახები ძლიერ შეაშფოთა და ისინი უკვე ახალი იმპერატორის დამხობისთვის ემზადებოდნენ.
1341 წლის 30 ივლისს მიხეილ დიდი კომნენოსი, იოანე II დიდი კომნენოსის მეორე შვილი, ბიზანტიის იმპერატორ იოანე VI კანტაკუზენის მხარდაჭერით, სხილაროსების კაპიტან-გენერალთან ნიკეტას სხოლარესის დაჯგუფებით და გრიგორი მეიზომატითან ერთად, ბიზანტიის სამხედრო გემებით, კონსტანტინოპილიდან ტრაპიზონის იმპერიაში ჩამოვიდა. მიზანი ყოფილი იმპერატორის, ირინას ცოლად მოეყვანა და მისი მეშვეობით იმპერიის ტახტის ხელში ჩაეგდება იყო.[6] თავდაპირველად ტრაპიზონელმა წარჩინებულებმა და მეტროპოლიტმა აკაკიომ საზეიმოდ მიიღეს ის ახალ იმპერატორად. მიხეილმა ასევე ფიცი მიიღო არისტოკრატიისა და იმპერიის ზოგიერთი მოხელისგან და ისინი უკვე ემზადებოდნენ მიხეილის საიმპერიო სასახლეში კორონაციისთვის. გამთენიისას კი ყვეალფერი რადიკალურად შეიცვალა, ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ემზადებოდა კონსტანტინოპოლიდან ახლად მოსული ახალი ავანტიურისტების სურვილის აღსაკვეთავად. მათ შეძლეს მიხეილის შეპყრობა და მისი უნიეს ციხესიმაგრეში გაგზავნა. ლაზებმა რამოდენიმე მცდელობის შემდეგ შეძლეს ბიზანტიური გემების შეპყრობა და სამი დღის შემდეგ ირინა ფრანკების ფლოტით კონსტანტინოპოლში გაგზავნეს. ლაზი არისტოკრატია უკვე ერთადერთ ძალას წარმოადგენდნენ მთელს იმპერიაში და იმპერატორი ანას მეშვეობით ისინი უკვე იმპერიის მართველობაშიც იღებდნენ მონაწილეობას.
იოანე III დიდინიკეტასმა სხოლაროსების და ბერძნული პარტიის მხედართმთავარმა, რომელიც ბიზანტიასთან ალიანს განიხილავდა როგორც საიმედო გარანტს ტრაპიზონის სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა მოწინააღმდეგეების დამარცხება. ნიკეტას სხოლარიომ, კონსტანტინე დორანიტესმა, ძმებმა გრეგორი და მიხეილ მეიზომატისმა და სხვებმა, ვენეციელების ხომალდების მეშვეობით ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში, სადაც ისინი შეხვდნენ იოანე კომნენოს, ყოფილი იმპერატორის მიხეილის შვილს და მას შესთავაზეს ტრაპიზონის იმპერიის ტახტი, რაზეც ის დათანხმდა. ექსპედიცია ბიზანტიის იმპერიისგან ყოველგვარი ღია მხარდაჭერის გარეშე განხორციელდა. მათ დაიქირავეს გენუელების ხომალდები და მათ მეშვეობით დაბრუნდნენ ტრაპიზონში. ისინი 1342 წლის სექტემბერს ისინი ჩავიდნენ ტრაპიზონში. სასტიკი ბრძოლების შემდეგ, მათ აიღეს დედაქალაქი. იმპერატორი ანა საიმპერატორო სასახლეში ტყვედ ჩაიგდეს და მის სასარგებლოდ მომავალში შესაძლო ყოველგვარი აჯანყებებისგან თავდასაღწევად, ის იქვე გაგუდეს. იოანე III დიდი კომნენოსი 1342 წლის 4 სექტემბერს ტრაპიზონში ჩამოვიდა, სადაც ის თეოტოკოს ხრისოკეფალოსის ეკლესიაში იმპერატორად აკურთხეს. სხოლარიოსების კლანმა, რომელიც იოანეს თავიდანვე უჭერდა მხარს, ეს მოვლენა სათავისოდ გამოიყენა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ლაზი არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სხოლარისების მოწინააღმდეგე ამიჭანტარების მნიშვნელოვანი ნაწილი სიკვდილით დასაჯეს.
მიხეილ დიდი კომნენოსიარისტოკრატები რომლებმაც იოანე III ტახტზე დასვეს, მის მიმართ უკმაყოფილებას იჩენდნენ. ნიკეტასმა მიხეილი ლიმნიის ციხიდან გაათავისუფლა და 1344 წლის მაისში ის ტახტზე აიყვანა, ხოლო იოანე წმინდა საბას მონასტერში გაგზავნა. მადლობის ნიშნად მიხეილმა ნიკეტას მეგა დუკას ტიტული უბოძა.
ახალ იმპერატორმა მთავრობაში სიტუაციის გამეუმჯობესება სცადა, მაგრამ მისი მცდელობა უთანასწორო აღმოჩნდა. ორი მნიშვნელოვანი ფრაქცია, რომელიც შედგებოდა მოწინააღმდეგე ლაზების და ბერძნების არისტოკრატიებისგან, პირადი თუ პოლიტიკური ღონისძიებებით ცდილობდნენ ახალი მთავრობის ადმინისტრაციაში ადგილის დაკავებას, რამაც დროებითი თუ ადგილობრივი კონფლიკტები წარმოქმნა. მიხეილმა ორივე პარტიას ჩამოართვა ძალაუფლება და იმპერატორის მიერ ძალაუფლების გაიმყარებისთანავე, მან სიკვდილით დასაჯა ყველაზე გამოჩენილი ლაზი პარტიის წევრები — რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ბერძენულმა პარტიამ შეიტანა, რომლებმაც საბოლოოდ შეძლეს ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობების ხელში ჩაგდება.
სხოლარები ტრაპიზონელი მოსახლეობისთვის არაპოპულარობით სარგებლობდნენ, რამაც საბოლოოდ დედაქალაქის და ლაზი მოქალაქეების აჯანყება გამოიწვია. მათ განაცხადეს რომ, არ სურდათ თვითნებია არისტოკრატების მართველობის ქვეშ ცხოვრება და ისინი მხოლოდ ლეგიტიმური იმპერატორის მართველობას აღიარებენ. 1345 წელს იმპერატორმა მიხეილმა, ნიკეტასი და მის მომხრე გრიგორი მეიტზომატესი დაატყვევა და მათი პარტიის სხვა წევრებთან ერთად ციხეში გამოამწყვდია. თუმცა ხნიერმა იმპერატორმა ნიკეტასი გაანთავისულფა და 1349 წლის დეკემბერს თანამდებობაზე ისევ აღადგინა. რის შემდგომ 22 დეკემბერს, ნიკეტასი იმპერატორის გადაყენების მიზნით აჯანყდა, მან ტახტზე იოანე, ყოფილი იმპერატორის ბასილის ძე აიყვანა, რომელიც ალექსი III-ის სახელწოდებით ავიდა ტახტზე.
წყაროამ თემასთან დაკავშირებით, ვინმემ რამე თუ იცით განავრცეთ