მოკლედ მეგობრებო, ვეძებე ფორუმზე მაგრამ ამის მსგავსი ვერაფერი ვნახე, შეიძლება სადმე არის გახსნილი და მალეცვე მიახუროთ ეს თემა მაგრამ მაინც მგონია რომ ესეთ მასშტაბურ სივრცეში აუცილებლად უნდა იყოს ერთი ესეთი თემა.
ესეიგი რა ხდება, ერთ-ერთი თქვენთაგანი დებს სურათს სათაურით "roast this", რომელსაც დანარჩენი მსურველები ციტირების სახით საპასუხოდ დაუდებენ სურათებს რომლებიც მათი აზრით ძალიან ემგვანება ორიგინალს, ეს შეიძლება იყოს ნამდვილი ადამიანი, ფილმის, ან მულტფილმის პერსონაჟი, უბრალოდ ნივთი, ცხოველი, მცენარე და ა.შ. უფრო სახალისო იქნება თუ ორიგინალი ნამდვილი პიროვნება იქნება, ვთქვათ რომელიმე სოციალური ქსელოდან.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:


------------------------------------------------------------------------------------


------------------------------------------------------------------------------------



---------------------------------------------------------------------------------------



------------------------------------------------------------------------------------


-------------------------------------------------------------------------------------------
იმედია მიხვდით რაშიც მდგომარეობს არსი
ამ თამაშში თქვენ დაგეხმარებათ მდიდარი ფანტაზია, კარგი მეხსიერება, შედარების შვენიერი უნარი და რათქმაუნდა Google.
წესები:
1) ცენზურა არაუმეტეს +16. აქ უნდა გავერთოთ და პორნო თამაშად ნუ გადააქცევთ გთხოვთ.
2) რიგის პრინციპი. კარგი იქნება თუ რიგ-რიგობით დადებთ ოროგინალ ფოტოებს, მაგალითად მინიმუმ 1 შედარება მაინც უნდა დაიდოს ყოველ ორიგინალზე რომ შემდეგს მიეცეს გაგრძელები უფლება.
3) ადეკვატურობა. არაადეკვატურად ნუ შეადარებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მალე მოვიდეს თქვენი რიგი, ეცადეთ რომ ყველამ ვიხალისოთ.