საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე, დეპუტატ მიხელ ყაველაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
როგორც კობერიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ყველა თემაზე რეალობა აბსოლუტურად დაამახინჯოს.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ვარ ძალიან აღშფოთებული ამ ფაქტით და ვითხოვ თქვენგან ბოდიშს. ჩვენს კოლეგაზე, ჩემს მეგობარ მიშა ყაველაშვილზე თქვენმა კოლეგამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს იგი არის ნასვამი. აგერ არის ბატონი მიშა და თქვენ კოლეგებში მოიკითხეთ, ვის გვერდზე მოხდა ეს ყველაფერი. ცოტათი დაფიქრდით, როცა ასეთ რაღაცას აკეთებთ. ეს თამაში არ არის, მის ახლობლებს, ოჯახის წევრებს, შვილებს, მგონი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. სანამ დამთავრდება სხდომა, ვითხოვ ამ საკითხზე რეაგირებას“, - მიმართა კობერიძემ საპარლამენტო უმცირესობას.
აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. „შემაშფოთებელი ფაქტია ნამდვილად. ერთ-ერთმა დეპუტატმა ნამდვილად გაავრცელა ასეთი ინფორმაცია. ეს იყო ცილისწამება და მინდა გთხოვოთ, ფრთხილად მოეკიდოთ ერთმანეთის რეპუტაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ევროპული საქართველოსთვის" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს" გააკრა, რასაც ოპონენტების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. მის განცხადებას და ქმედებას "ქართული ოცნების" დეპუტატების წინააღმდეგობა მოჰყვა. კოლეგებს ბანერის ჩამოხსნისკენ მოუწოდეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა "ოცნების" დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ აკაკი ბობოხიძეს შორის. ამის ამსახველი კადრები „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ელენე ხოშტარიამ გაავრცელა, რომელმაც ფეისბუქ-ლაივში ჩართო დაპირისპირება.
"ოჯახები ხომ გყავთ? შვილებს რას ეუბნებით, რა გაქვთ გაკეთებული? საზღვარი აქვს ყველაფერს. ეს (უთითებს ბანერზე) ბოდიში და...", - მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს. ყოფილ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა საუბარი არ დაასრულებინეს და ეცადნენ გაერიდებინათ "ევროპული საქართველოსთვის" ტრიბუნებიდან, რა დროსაც ყაველაშვილმა შენიშნა, რომ ელენე ხოშტარია მობილურით იღებდა და ოპონენტს მიმართა: "ოპერატორობა დაიწყე?".
ამაზე ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა: "მგონი ძველი ბიჭების ადგილი არ არის პარლამენტში... ფხიზელი არ არის, ხო?" - მიმართა "ევროპული საქართველოსთვის" წევრმა თანაგუნდელებს, რაზეც ირმა ნადირაშვილი და ოთარ კახიძეც დაეთანხმნენ.
"ნასვამია აშკარად, მაგრამ ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, როგორ და რა ფორმაში მოვლენ პარლამენტში და არც მთავარი პრობლემაა. პრობლემაა ის, რომ ისინი პარლამენტს ხედავენ გაპრავების ადგილად", - აღნიშნა ხოშტარიამ ფეისბუქ-ლაივში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...s-ithkhovs.htmlმერე კითხულობენ გაოცებული სახეებით ჩვენი მართალი რატომ არ სჯერა საზოგადოებასო