თანამიმდევრობაც კი მახსოვს იმ მოსამართლეების, რომელთა განცხადებები კუბლაშვილის მაგიდაზე ერთმანეთის მიყოლებით იდებოდა. ვალერი ხრუსტალით დაიწყო, შემდეგი იყო ბადრი მეტრეველი, მურმან წიქაძე…
მაშინ მოსამართლეთა კორპუსი უნდა გაერთიანებულიყო. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან მოსამართლეები შეშინდნენ. ეს შიში არ იყო საფუძველს მოკლებული. იმ რეჟიმის პირობებში, რომლის სახეც მაშინ თანდათან იკვეთებოდა, მათ საპატიმროები ელოდათ.
მოსამართლეთა ჩანაცვლებამ მასობრივი სახე სწრაფად მიიღო. ისეთ მოსამართლეებზეც გადავიდნენ, როგორებიც იყვნენ ნანა კლარჯეიშვილი, მაია ახალაძე, ქეთევან გაბელაია… რომლებიც თავისი წესიერებით, პატიოსნებით და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ და რაც მთავარია, დამოუკიდებლები იყვნენ. მათი ჯერიც დადგა და განცხადებების დაწერა მათაც მოუწიათ.
სასამართლო სისტემაში უსამართლობის ზეიმი და განუკითხაობა სუფევდა. კუბლაშვილს როგორც სურდა, ისე წყვეტდა ყველაფერს, ისე ჭრიდა და კერავდა. მოსამართლეებს მხოლოდ იმ კრიტერიუმით ნიშნავდნენ რომ მათი მონა-მორჩილნი ყოფილიყვნენ...
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114315/