ჯეჯელავა: ჭიანჭველა რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“ „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" განიხილა.
ჯეჯელავას თქმით, ჭიანჭველა უპასუხისმგებლო ადამიანს ჰგავს, რომელიც არაკომპეტენტურობის გამო შარში ეხვევა.
„პირველი შეკითხვა, რომელიც ჩნდება, არის - რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა? ან ხტომის უნარი აქვთ ჭიანჭველებს ფიზიოლოგიურად? მოკლედ, ეს არის მაგალითი, პიროვნების, არსების, რომელმაც ზუსტად იცის, რომ რაც არ შეუძლია, ზუსტად იმას კიდებს ხელს.
მეორე - ის ჩავარდა, ლოგიკურია, აზრზე არ იყო და ჩავარდა ანუ კვალიფიკაცია არ ჰქონდა საერთოდ ხტომაში, მაგრამ გადახტა. გადახტა და ჩავარდა და აი მაგ მომენტიდან ჭიანჭველა რას აკეთებს? აი, ჩავარდნილი ჭიანჭველა მთელი ზღაპრის განმავლობაში არაფერს აკეთებს. ხტომა თუ არ იცის, ამოხოხება ხომ მაინც იცის და ამოხოხდეს.
ანუ, ჭიანჭველა არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვა თავისი უნიჭობით, თავისი არაკომპეტენტურობით და მერე მისი პრობლემა აღარ არის. სესხი აიღო, ვეღარ იხდის და მისი პრობლემა აღარ არის. სამსახურში რაღაც გააფუჭა და მისი პრობლემა აღარ არის, ანუ ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი“, - აცხადებს ჯეჯელავა.
რაც შეეხება ზღაპრის მეორე პერსონაჟს - რწყილს, განათლების მინისტრი აღნიშნული პერსონაჟის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
„რწყილი ეგრევე რომ იწყებს მოქმედებას, ხომ შეამჩნიეთ? როგორ ფიქრობთ, პირველად გაეხვა ჭიანჭველა შარში? არ გახვეულა, თორემ რწყილმა საიდან იცის ეგრევე, ასეთი მომზადებული საიდანაა? საქმე იმაშია, რომ ჭიანჭველა სულ შარში იყო, მთელი ცხოვრება.
ერთადერთი, რწყილს რომ ეთქვა ჭიანჭველასთვის, აბა, შენ თავად სცადე ამოსვლაო, ხომ შეიძლებოდა”, - აღნიშნავს ჯეჯელავა.
http://www.info9.ge/sazogadoeba/165622-jej...html?lang=ka-GEბიჭოოს თავიდან მეგონა კომბლეზე ისე პროსტა თქვა ჯეჯელავამ სიტყვის მასალად და დიდი ყურადღება არ მივაქციე რასაც კომბლეზე ამბობდა მაგრამ ეს უყვე ზედმეტია ეს კაცი არის არანორმალური და იდიოტი

შესცა ამ ქართულ ზღაპრებს იმენა
This post has been edited by PNG on 11 Feb 2017, 04:18