საქართველო მონათფლობელობის ქვეყანაა ?
შრომის კოდექსი არსებობს ამ ქვეყანაში ?
ყმაყოფილი ხარ სამუშაო პირობებით და ხელფასით ?
წესით ადამიანმა კვირაში უნდა იმუშაოს 40 საათი, ანუ 8 საათი დღეში და 5 დღე, შაბათ-კვირა დასვენების დღეებია.
ბანკები - საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი ამუშავებენ შაბათსაც, და 9-10 საათიც და მეტიც დღეში, აშკარაა რომ მიდის შრომის კოდექსის დარღვევა და არც ხელფასებს უმატებს - და იხდიან ჯარიმებს, ლიბერთი იხდის წელიწადში 2 მილიონ ლარს და საქართველოს ბანკიც იხდის დიდ თანხას.
უნდა აუცილებლად შეიცვალოს შრომის კოდექსი, ანაზღაურება უნდა იყოს საათობრივი და
რომემდე უნდა ვიყოთ მონები ? როდემდე არ ვიღებთ ხმას.
ფრესკოში ამუშავებენ 12 საათს!
შვეცია გადავიდა 6 საათიან სამუშაო გრაფიქზე.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/191366-qb...os-pozicia.htmlორი ნაბიჯიც აწამებს თანამშრომლებს! ყველა კომპანია და ბანკები, ყველა იყენებს უმუშევრობას და წურავენ ხალხს.
ხალხნო რამე ვქნათ, თორემ ჩვენ მონებათ გვაქციეს!
უვიზო რომ შემოვა ევროპაში უნდა წავიდეთ ყველა და მერე რაღას იზამენ.
"ბოიკოტი "ფრესკოს" - სუპერმარკეტის თანამშრომლები "თანამედროვე მონობაზე" და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია
სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" ფეისბუქში ბოიკოტს უცხადებენ. #ბოიკოტიფრესკოს ასე ქვია კამპანიას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის შემდეგ დაიწყო. ფეისბუქ-გვერდები "თბილისის სოლიდარობის ქსელი" და "ჟამთასვლა ფოტოსურათებზე" ავრცელებენ სუპერმარკეტის თანამშრომლების მიმართვას, რომელიც შრომის ექსპლუატაციის დარღვევასა და დასაქმებულების უფლებების დარღვევას ეხება. "ფრესკოს" თანამშრომლების სახელით გავრცელებულ წერილში ისინი სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და "თანამედროვე მონობაზე" საუბრობენ. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, "ფრესკოში" არსებულ ვითარებაზე და ზეწოლაზე მიუთითებენ.
გთავაზობთ მიმართვას სრულად:
"ფრესკოს თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ ხმა მოგაწვდინოთ მთელს საქართველოს და გაგაგებინოთ, თუ რეალურად რა სიტუაციაა სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში"!
დღევანდელ საქართველოში სამსახურებრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცაღა ის რაც ფრესკოში ხდება ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია "თანამედროვე მონობის" გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:
1. სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი,რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოდგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური - 400 ლარამდე.
2. სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით (რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.
3. ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი.
4. თანამშრომლებს ვერავინ გასცა პასუხი თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასები, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი "არვიცი" და კაბინეტის კარის "მიჯახუნება" იყო.
5. ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
6. ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება
7. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძლეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.
8. პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ "მეტობა" , ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით.