რადგან მოქალაქეების ერთ გარკვეულ ჯგუფს აშკარად მოსწონს სოციალისტური იდეები ...
მეორე ჯგუფს ნოსტალგიაა აქვს სოციალიზმის და კომუნიზმის ...
მესამე ჯგუფი ტოტალური გაურკვევლობის ბულიონით სავსე კასრში ზის და ტაშს უკრავს პირველ ჯგუფს და ეთანხმება მეორე ჯგუფებს ...
მოკლედ, მთავრობავ - ეს ხალხი სუ ფაშა/პატრონის ძიებაში ხო არის, ჰოდა მე არ ვითხოვ არც უფასო ფულს, არც უფასო კრედიტს, საერთოდ არაფერს არ ვითხოვ უფასოს, მჯერა ვოლუნტარიზმის იდეის, არ მჯერა რომ მთავრობა ან სხვა ნებისმიერი "სტრუქტურა" უნდა ერეოდეს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, და მითუმეტეს აგვარებდეს ყველა ყოფით პრობლემას ...
(ვოლუნტარიზმი - იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელის მიხედვითაც ყოველივე არსებულის, მთელი სინამდვილის განვითარების საფუძველს ნებისყოფა წარმოადგენს; უარყოფს ობიექტურ კანონზომიერებას და აუცილებლობას.)
ახლა რჩევა რაში მდგომარეობს (უფრო სწორად რომ ვთქვა ჩემი სურვილია)
1) შეხვდით ავტო იმპორტიორ კომპანიებს, ან გამოაცხადეთ ტენდერი ვინ უფრო იაფად ჩამოიყვანს ელექტრო მანქანებს
2) ერთად დაელაპარაკეთ ელექტრო მობილების მწარმოებელ გიგანტ კომპანიებს, რომელსაც გნებავთ, უფრო ბიუჯეტურ კომპანიებს და მოდელებს გირჩევდით:
http://www.autobytel.com/hybrid-cars/car-b...ic-cars-127654/ ტესლა თუ იქნება თანახმა უკეთესი
3) როგორც სახელმწიფო შეპირდით იმპორტიორებს რომ გააუქმებთ ბაჟს ამ მანქანებზე, დაამონტაჟებთ ქუჩის ელ. დამტენებს, მიხვალთ ct park-თან და ეტყვით რომ ელ. მანქანებზე პარკირების საფასური გააუქმოს, მიდით ბანკებთან ან გამოაცხადეთ ტენდერი და უთხარით - რომ მისცეს უპროცენტო სესხი ავტომყიდველს, ხოლო ვისაც ბენზინიანი მანქანა ყავს და ის გადაჯდება ელექტროზე დააფინანსოს ბიუჯეტიდან სიმბოლური თანხით თუნდაც 500$-ით (გერმანიის მთავრობამ გააკეთა იგივე, ოღონდ ყველაზე)
4) მოკლედ მანქანის ფასი 5.000-დან 10.000$მდე რომ მერყეობდეს (საშუალო ოჯახს შეეძლო ყიდვა)
შედეგი:
- ვიქნებით უფრო ჯანმრთელები ფიზიკურად, შესაბამისად გვეშველება მენტალურადაც-პროგრესთან შეხება თავისას იზამს
- გვექნება ნაკლებად ხმაურიანი მოძრაობა და ნაკლები ნერვოზი, გვექნება ეკოლოგიური გარემო და აღარ მოვიწამლებით
- ევროპა გავხდებით ბევრად უფრო მალე...
აბა ჰე, თქვენ იცით ახლა
This post has been edited by ImereTinski on 11 Feb 2017, 18:22
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ