აგია ოცნება საქმე? აბა მიშა ართმევდა და ასახლებდა მოსახლეობას, ეხლა ვინ აკეთებს ამას ?
http://ajaratv.ge/news/ge/11295/saprotesto--aqcia-.html.htmlკომპანია რომელმაც კალაძის მიერ ახალაშენებული ჰესებიდან ელექტროენერგია თურქეთს ელექტროგადამცემი ხაზით ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლით უნდა მიაწოდოს სამუშაოებს განაგრძობს, პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება, რომელსაც კვადრატულ მეტრზე 7 ლარს სთავაზობენ
ხიხანის ქუჩაზე საპროტესტო აქცია დღეს ისევ განახლდა. მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის მიერ შეთავაზებული კომპენსაციის სანაცვლოდ, კერძო საკუთრების დათმობას არ აპირებს. ამბობენ, რომ კომპანია რომელსაც ერთ-ერთ ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზები გაჰყავს კომპენსაციის სახით დაბალ თანხას სთავაზობს. ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც არ შედგა. რა ვითარებაა ამ დროისთვის ხელვაჩაურში, ხიხანის ქუჩაზე.
„ასამდე პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული, პოლიციის ძალით მოხდა შესვლა ტერიტორიაზე, ამ დროს დააკავეს სულიკო გვიანიძე. ხიხანის ქუჩის მოსახლეობა არ ეთანხმება იმ კონპენსაციას, რომელსაც თავაზობს კომპანია და ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება და მოსახლეობის პროტესტი,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.
„სულიკო გვიანიძის საკუთრებაში არსებული 313 კვ.მ ფართობი უკვე სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროსისტემის საკუთრებაშია“, რადგან გვიანიძეს ექსპროპრიაციის წესით ჩამოერთვა საკუთრება, ამ ადგილას ელექტროგადამცემი ბოძი განთავსდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სააქციო საზოგადოება საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი გიორგი შარკოვი.
აჭარაში მაღალი ძაბვის ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ სისტემას საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ქსელით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება. - See more at:
http://batumelebi.netgazeti.ge/news/67264/...h.GkIQ2bdD.dpuf