ეს რა არის?
ლერი ხაბელოვი „სამხრეთ ოსეთის გმირს“ ანატოლი ბარანკევიჩს მთელი საქართველოს სახელით უმტკიცებდა სიყვარულს
primetime.ge
2017-02-14 14:13:53
„პატივცემულო ანატოლი კონსტანტინოვიჩ, ძალიან მიყვარხართ თქვენი გმირობის გამო. უყვარხართ მთელ ოსეთსაც და მთელ საქართველოსაც!“, – ამ სიტყვებით დალოცა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა რუსი პოლკოვნიკი ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც აგვისტოს ომის დროს საოკუპაციო და სეპარატისტული ჯარების ერთ–ერთი სარდალი იყო.
ასეთმა „უვაზელინო“ ქმედებამ ყველა ოსი და რუსი სტუმარი გააოცა ცხინვალის ცენტრში, ძამბულათ თედეევის, მეტსახელად „დიკის“ ოჯახში გაშლილ სუფრაზე.
საქართველოდან რამდენიმე მოტივით (თავად აცხადებდა პოლიტიკურ, ეთნიკურ მოტივებს, საჭიროების მიხედვით. ასევე ამბობდა, რომ სამკურნალოდ იმყოფებოდა ამდენი წელი რუსეთის ფედერაციაში) „გაძევებული“ ლერი ხაბელოვი ცხინვალში 2011 წლის აპრილში იმყოფებოდა რუსეთის „ფეესბეს“ მაღალჩინოსნებთან ერთად. 25 ძვირადღირებული მანქანით შემდგარი ესკორტით დაახლოებით 60 ადამიანი ესტუმრა ამ დროს ცხინვალს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებზე წყალი შეეყენებინათ კოკოითისთვის და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად ძამბულათ თედეევი დაეყენებინათ.
„პოლიტიკური დესანტის“ შემადგენლობაში ხაბელოვთან ერთად შემდეგი პირები შედიოდნენ: გავრილოვი – „ფეესბეს“ ავიაციის სარდალი, გენერალი, რუსეთის გმირი; ბარანკევიჩი – სამხრეთ ოსეთის გმირი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალი; მამიაშვილი – რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვა მრავალი მსგავსჩინოსანი.
„ოსურ შიდაპოლიტიკურ თამაშებს“ თუ თავს დავანებებთ, და მართლაც აღარაა საინტერესო იმდროინდელი შიდა დაპირისპირებები, საინტერესოა, რამ აიძულა ხაბელოვი, ასე სამარცხვინოდ „დაჩოქილიყო“ რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, ცხინვალის თავდაცვის ყოფილ მინისტრის და „სამხრეთ ოსეთის გენერლის“ წინაშე? ვის აინტერესებდა „ღამურას“ სიტყვები იმ საზოგადოებაში, რომელიც კონკრეტული მიზნით – „დიკის“ გასაპრეზიდენტებლად იყო ჩასული ცხინვალში? – არავის. მსუბუქად თუ შევაფასებთ მომხდარს, ეს სიტყვები ნასვამი კაცის მიერ წამოსროლილი უმეცარ ფრაზას უფრო წააგავს, ვიდრე რამე ნახევრადგონივრულს ან ანგარებითს.
ბარანკევიჩს, რომელსაც აგვისტოს ომის დროს ხელები ქართველების სისხლში აქვს გასვრილი, ნაკლებად სავარაუდოა, დაეჯერებინა ასეთი „გულწრფელი ტყუილი“ დევნილი ჩემპიონისაგან.
რუსი „ფეესბეშნიკი“ ამ სიტყვებზე მეტად, ალბათ, უფრო იმის გამო თუ სცემს ბატონ ლერი ხაბელოვს პატივს, რაც მან პეკინის ოლიმპიადაზე გააკეთა – რუსეთ–საქართველოს ომის დაწყების გამო ქართულ მხარეს გაუპროტესტა და რუსეთის ოლიმპიურ დელეგაციაში გადაბარგდა. აქ ნამდვილად საეჭვოა, რომელიმე ქართველ ოლიმპიელს გაეძევებინა ის დელეგაციიდან ეთნიკური წარმომავლობის გამო.
დღეს ყველაფერი დალაგებულია. ინტერნეტსივრცე გაჯერებულია ბარანკევიჩის ფოტოებით დამწვარი ქართული ტანკის ფონზე. ხოლო მესი „მეხოტბე ღამურა“ ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული დროშისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 5 რგოლთან პოზირებს.
http://www.for.ge/view_news.php?news_id=65430&news_cat=0 This post has been edited by Lаki on 14 Feb 2017, 15:07
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3