როგორც „კვირას“ ექიმ-ტოქსიკოლოგმა სოსო კუტუბიძემ განუცხადა, NaCN -ის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ადამიანის უეცარ სიკვდილს იწვევს.
მამა გიორგი მამალაძეს, რომელიც მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დააკავეს, ბარგის ჩხრეკისას ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება – ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა, – ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატრიუმის ციანიდი, რომლის ქიმიური ფორმულაა – NaCN, არაორგანული ნივთიერებაა და ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს წარმოადგენს.
16736719_1387405717948584_570693892_nფიზიკური თვისებები: თეთრი ფერის ნივთიერება, არსებობს როგორც სითხის, ასევე მყარის სახით. კერძოდ ფხვნილის სახით.
ქიმიური თვისება: NaCN რეაქციაში შედის ორგანიზმის ჟანგბადთან, შედეგად იწვევს ადამიანის უეცარ სიკვდილს. ამ დროს ადამიანი იპოქსიით კვდება.
http://kvira.ge/310720